რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "მილანთან" მატჩში?

AutoSharing Option
სერია A-ს 24-ე ტურში "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

"პარტენოპეის" ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

Flashscore-მა "კვარას" გარჯა 7.1 ქულით შეაფასა, Sofascore-მა ქართველს 7.4 ქულა დაუწერა, ხოლო Whoscored-მა - 7.1.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 17 თებერვალს, "ჯენოას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"კვარაცხელია" "მილანს" მარტო ეთამაშება" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

მკითხველის კომენტარები / 11 /
ნაპოლიდან თუ ვინმე რამეს ცდილობდა და ამწვავებდა შეტევაში ეს სწორედ ხვიჩა იყო. გამოაკელით კვარა ამ ბარდაგს და თქვენ მიიღებთ ლეჩეს ნაპოლის მაისურით. ნუ მთლიანობაში არ იყო წასაგები თამაში მაგრამ ნაპოლის ყავს უმოყვარულესი ცენტრი ლობოტკა-ანგისა-კაიუსტეს სახით და დღესაც ამ ტრიომ "მაღარიჩი" უკისრეს და დააჯილდოვეს მილანი 3 ქულით. ეს ტრიო ვერონა სასუოლოს დონეც არაა თავს დავდებ და ფეხბურთის "ხერხემალი" ცენტრალური საყრდენი ზონა ასეთი ბალასტებით რომარის დაკომპლექტებული ჩათვალეთ გუნდი მინუს ნულით ერთით გადის ყოველთვის ძლიერ მოწინააღმდეგებთან შეხვედრებში. ხომ იყიდეს აგერ სამი ცენტრ/ნახევარმცველი მე პირადად ამათ მომდევნო შეხვედრაშივე მათით ჩავანაცვლებდი. ტიპები მთელი თამაში აქეთ-იქით აგორავებენ ბურთს, დილორენცოც მოყვარულს ემსგავსება უკვე ეს სეზონია ტიპი მარჯვენა ლატერალია და პასს ვეღარ კიდებს საჯარიმოში უკვე მერამდენე თამაშია თან დაცვაში ესეც მაგარი "დირკა".
ცენტრალურ მცველებს ტაქტიკური განათლება და შესაბამისად პოზიციის შერჩევა აქვთ ზერო. საჯარიმოში შეტევაშიც იმის მაგივრად რომ კვარა ეძებონ პასის მისაცემად, სადღაც ..... აძლევენ პასებს ან აწოდებენ ხოლმე. პოლიტანო რასპადორი რო იტალიის ნაკრების მთავარი მოიერიშეებია ვიზიარებ "სკუადრა აძურას" გულშემატკივართა მდგომარეობას. პატარა ბავშვები ეზოს ფეხბურთში რო "ღორობენ" აი ეს ორი ზუსტად ისენია.
ნაპოლის მთელი გუნდი კვარაზე არ თამაშის გამო ვერაფერს ვერ ქმნის და აგერ რამდენი თამაშია ჩანს. რეალურად მთელი შეტევა კვარაზე უნდა იყოს, ისევე როგორც დარტყმები.
როგორც ბარსელონაში იყო მესიზე გუნდი აწყობილი, აქაც მასე უნდა იყოს თუ უნდათ რომ რამე ქნან.
Charley
02:34 12-02-2024
7
სანამ შეიძლება იმის ატანა, რომ კვარა მიდის კუთხურის ჩასაწოდებლად და მოდის პოლიტანო და ხვიჩაც მორჩილად უთმობს ბურთს, შეუღრინე რა ამ არარაობას და უთხარი, თავისი ადგილი იცოდეს. რადგან ამას თვითონ ვერ ხვდება, შენ უნდა მიახვედრო და სხვამ არავინ, რა თავხედია ტიპი, როდესაც სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელთან მიდის და ეუბნება, გაიწიე რა, მე უნდა ჩავაწოდო?! ჩააწოდა და რა ჩააწოდა, ალბათ ყველაზე უარესი ჩაწოდება იყო ამ სეზონში. კვარა ძმაო და შვილო, მიუჩინე რა ამათ თავიანთი ადგილი, შენ უნდა აწვდიდე ყველა კუთხურს და შენ უნდა ურტყამდე ყველა ჯარიმას, ისედაც დაბეჩავეულ ნაპოლის სტანდარტების ასე განიავების ფუფუნება ნაღდად არა აქვს. მარიო რუი თუ მოედანზეა, ხომ საერთოდ შანსი არა აქვს ხვიჩას, რომ სტანდარტი შეასრულოს და რა ლოგიკით, გეკითხებით? მარიო რუი რატომ უნდა აწვდიდეს კუთხურებს ან ჯარიმებს რატომ უნდა ასრულებდეს, როცა კვარასნაირი ტეხნარი გყავს გუნდში, ჩემთვის გაუგებარია.
ბმბ
11:22 12-02-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული