მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ

AutoSharing Option
L’Équipe-ის ცნობით, დიდია ალბათობა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ლიონი" 21 წლის ნიგერიელმა ფორვარდმა გიფტ ორბანმა დატოვოს.

"ოლიმპიკში" გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის გადაწყვეტის შემდეგ მოსალოდნელია, რომ აფრიკელს ისედაც ნაკლები სათამაშო დრო კიდევ უფრო შეუმცირდება და ამიტომ მისი აბარგებაა მოსალოდნელი.

"ლიონმა" ორბანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "გენტიდან" 12 მილიონ ევროდ შეიძინა. მისით საფრანგეთის ლიგა 1-ისა და სხვა ქვეყნის გუნდები ინტერესდებიან.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გიორგი იმ დონის თავდამსხმელია,არავისი კონკურენციის არ უნდა ეშინოდეს,საფრანგეთში.
სოსო
17:26 16-07-2024
0
ორბანი ყველა გასაშვებია))))
Walter White
16:25 16-07-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული