"სიმშვიდე არ ჰქონდა, თავს არასასურველად გრძნობდა" - მიქაუტაძის შესახებ "აიაქსში" მისმა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ისაუბრა

AutoSharing Option
"აიაქსში" გიორგი მიქაუტაძის ერთ-ერთმა დამრიგებელმა მიშელ ვალკანისმა, რომელიც მთავარი მწვრთნელის, ჯონ ვან სხიპის ასისტენტი გახლდათ, Espn-ს ინტერვიუ მისცა, სადაც გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა. 

მოგეხსენებათ, ნიდერლანდურ გრანდს სეზონის დასაწყისში მორიც შტეინი ავარჯიშებდა, ვან სხიპმა და ვალკანისმა კი გუნდი 2023 წლის ოქტომბერში ჩაიბარეს. 

"ვარჯიშზე ჩვენ მისი კარგი თვისებები დავინახეთ, მაგრამ როცა კლუბში მივედით, გიორგი თავს უკვე არასასურველად გრძნობდა. კარგად ვარჯიშობდა, მაგრამ სიმშვიდეს ვერ ვატყობდით.

ვცდილობდით, მისთვის თავდაჯერებულობა შეგვემატებინა
და წუთები მივეცით, მაგრამ მის პოზიციაზე დიდი კონკურენცია იყო. ბრობიმ ძალიან კარგად დაიწყო თამაში და გოლების გატანა; აკპომმაც იგივე გააკეთა, როგორც კი შანსი მიეცა...

არ მიკვირს, რომ მიქაუტაძემ "მეცში" და ევროპის ჩემპიონატზე კარგად ითამაშა. ხშირად ხდება, რომ მოთამაშეები სხვა გარემოში იხსნებიან. ის კარგი ბიჭია, რომელიც ჩვენთან რთული სტარტის შემდეგ ვერ "გამოჯანმრთელდა", - თქვა ვალკანისმა. 

alt"თქვენი "მეფე გიორგი" სამუდამოდ მადლიერი იქნება" - მიქაუტაძე "მეცს" ემოციური პოსტით დაემშვიდობა

altმიქაუტაძემ ახსნა, რატომ გააკეთა არჩევანი "ლიონის" სასარგებლოდ - ქართველის პირველი კომენტარი მშობლიურ გუნდში ჩარიცხვის შემდეგ... ცნობილია, როდის შედგება მისი დებიუტი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
სადაა იმ მეორე ე.წ. "ნალამაზარის" სტატია, სადაც ამბობს: "იყოს კაცი და აიაქსში წარუმატებლობა თავის თავს დააბრალოსო".
ადმინ! დიდი მოწიწებით: ყველას ნაბოდვარს ნუ გააჟღერებთ ჩვენს ბიჭებზე!
პლეხანოველი
17:00 19-07-2024
3
ესენი არიან უნამუსო ხალხი, ბრობიმ დაიწყო კარგადო, უსირცხვილოა აბა რაა? ყველამ ყველაფერი იცის, რაც ჩაიდინეთ, გყავდეთ ბრობი, უკეთესი არ გეღირსოთ, ტფუიი...
დიდება საქართველოს!
ლევანი
17:41 19-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული