წარმატებული გენერალური რეპეტიცია. დავითაშვილის საგოლე პასი - "სენტ-ეტიენმა" ბუნდესლიგის გუნდს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში „სენტ-ეტიენმა“ გერმანიაში „ჰოლშტაინი“ 2:1 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მწვრთნელმა ოლივიე დალ'ოლიომ სასტარტოში დააყენა. ქართველი აქტიური იყო, 22-ე წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, 39-ე წუთზე კი მასპინძლები პენალტით იაპონელმა სიუტო მატინომ დააწინაურა. 64-ე წუთზე დავითაშვილმა მეტოქე ჩამოიცილა და იბრაჰიმ სისოკოს ანგარიში გაათანაბრებინა. შემდეგ ფრანგული გუნდის ახალზელანდიელმა ახალწვეულმა ბენჟამინ ოლდმა შორიდან დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. 78-ე წუთზე მწვრთნელმა დალ'ოლიომ შვიდი ფეხბურთელი და მათ შორის ზურიკო შეცვალა, ხოლო ანგარიში არ შეიცვალა.

თუმცა, წინასწარი შეთანხმებით გუნდებმა ახალგაზრდული შემადგენლობებით კიდევ 30 წუთი
თამაში გადაწყვიტეს, რომელიც 1:1 დასრულდა.

17 აგვისტოს ლიგა 1-ის პირველ ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „მონაკოს“ დაუპირისპირდება.

კილი. „სასწავლო ცენტრი“
ჰოლშტაინი - სენტ-ეტიენი 1:2
გოლები: 1:0 მატინო (39, პენ), 1:1 სისოკო (64), 1:2 ოლდი (67)

altზურიკო შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენს" "ხეტაფემ" სძლია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული