მამარდაშვილი France Football-ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა ნომინანტებშია!

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლი" "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე გასული სეზონის მიხედვით ყველა პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს. ცნობილი გახდა ლევ იაშინის პრიზის 10 პრეტენდენტი, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილია.

პრიზის ნომინანტები არიან: დიოგუ კოშტა (პორტუ), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), გრეგორ კობელი (დორტმუნდი), ანდრეი ლუნინი (რეალი), მაიკ მენიანი (მილანი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), უნაი სიმონი (ბილბაო), იან ზომერი (ინტერი), რონუენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი).

გამარჯვებულს 28 ოქტომბერს "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიაზე გამოაცხადებენ. გასულ წელს პრიზი ემილიანო მარტინესმა მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ობლაკი რატომ არაა? კობელს აღარ სჯობია? თუ ბოლო პერიოდის თამაშებს ავიღებთ მამარდაა საუკეთესო
დავით 67
01:51 05-09-2024
0
სამეული უალტერნატივოა მენიო დონარუმა გიო დანარჩენი ცოტა გამართლება
soso
01:07 05-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული