მამარდაშვილი France Football-ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა ნომინანტებშია!

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლი" "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე გასული სეზონის მიხედვით ყველა პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს. ცნობილი გახდა ლევ იაშინის პრიზის 10 პრეტენდენტი, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილია.

პრიზის ნომინანტები არიან: დიოგუ კოშტა (პორტუ), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), გრეგორ კობელი (დორტმუნდი), ანდრეი ლუნინი (რეალი), მაიკ მენიანი (მილანი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), უნაი სიმონი (ბილბაო), იან ზომერი (ინტერი), რონუენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი).

გამარჯვებულს 28 ოქტომბერს "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიაზე გამოაცხადებენ. გასულ წელს პრიზი ემილიანო მარტინესმა მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ღმერთმა ბედნიერ გზაზე ატაროს ჩვენი საამაყო ვარსკვლავი !!!
გიორგი
22:34 04-09-2024
0
ჩამოთვლითაგან ვერც ვერავინ ჯობია გიოს. ნუ მენიო და დონარუმას თუ შევადარებდი მაგრამ ვერც იმას ვიტყოდი რომ ან მენიო და ან დონარუმა გიოს ჯობს
ტოტტი
21:47 04-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული