"ახალი მწვრთნელის ტაქტიკას სრულად ვერ მოერგო, დარწმუნებული ვარ, რომ..." - "ნაპოლის" ყოფილმა შემტევმა "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა შემტევმა ანდრეა რუსოტომ Calcio Time-თან "პარტენოპეისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

რუსოტოს თქმით, დარწმუნებულია, რომ "კვარა" მიმდინარე სეზონში სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იქნება, თუმცა თვლის, რომ ქართველი კონტეს სათამაშო სისტემას ჯერჯერობით ბოლომდე ვერ მოერგო.

"ხვიჩამ "ნაპოლიში" შესანიშნავი სეზონები ჩაატარა, რისი გამეორებაც მარტივი არ იქნება, არ ვამბობ, რომ შეუძლებელია, რადგან მას საკმარისი ხარისხი გააჩნია, თუმცა პირველი წლის "კვარა" გასაოცარი იყო და ასეთი სეზონის შემოთავაზება ურთულესია.

ვიცოდით, რომ კონტეს ხელში თავდაპირველად გაუჭირდებოდა, ვთვლი, რომ ჯერჯერობით ახალი მწვრთნელის ტაქტიკას სრულად
ვერ მოერგო, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, "ნაპოლი" კი სკუდეტოს მოგებისთვის ბოლომდე იბრძოლებს", - განაცხადა რუსოტომ.

შეგახსენებთ, იტალიის ასაკობრივი ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი "პარტენოპეის" ღირსებას 2008/2009 წლებში იცავდა.

alt"ნაპოლიმ" ნერესი იმისათვის აიყვანა, რათა კვარაცხელიას ალტერ ეგო იყოს" - ფიფას აგენტი

alt რატომ შეუხტა ინძაგი კვარაცხელიას მოედანზე და იყო თუ არა პენალტი?

alt"კვარაცხელიამ "ნაპოლის" საჯარიმოში უფრო დიდი დრო გაატარა, ვიდრე მეტოქის მხარეს" - იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა "ინტერისა" და "პარტენოპეის" შეხვედრა შეაფასა

მკითხველის კომენტარები / 6 /
როცა ნაპოლი ფეხბურთს თამაშობდა,კვარა ბრწყინვალე იყო,როცა მეორე წელს,ნაპოლი ფეხბურთს აღარ თამაშობდა,კვარა მაინც საუკეთესო და მბზინავი თვალი იყო,წელს კონტეს ხელში,ნაპოლი მახინჯ ფეხბურთს თამაშობს,როგორც თვითონ იტალიელებიც აღიარებენ,მაგრამ აქაც კი,კვარა ერთხელ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს იტალიაში და ორჯერ კი,ნომინანტებში მოხვდა.გამოდის რომ კვარა ის ბრილიანტია,ტალახში და ნეხვშიც ბრილიანტად რომ რჩება და ხარისხი რომ არ ჰქონდეს,არც არავინ აღიარებდა.როცა აღიარებაზეა საუბარი,თვითონ იტალიაშიც აღიარებენ,რომ ნეაპოლი და ზოგადად ღარიბი სამხრეთი,დანარჩენ იტალიაში არ უყვართ.ეს კიდევ უფრო ზრდის ხვიჩას აღიარების ფასს.კარგი იქნება,ამას საქართველოშიც თუ მიხვდებიან,მავანნი.დიახ,ჩვენ ბრილიანტი გვყავს და მის გვერდით,ბეჭედში ჩასმული სხვა ძვირფასი ქვებიც,კიდევ უფრო ლამაზად გაბრწყინდნენ.ამ ბეჭედს,მოვლა,მოფრთხილება და დაცვა სჭირდება,არათუ სიბინძურეში ამორევა.ჩვენი გასაკეთებელია ეს ყველაფერი.ქართველების!წინა საუკუნეებში თუ საქართველოდან სხვადასხვა ვითომ კეთილშობილური მიზნით,თითქმის მთელი საეკლესიო და სამეფო განძეულობა გაძარცვეს და მთელ მსოფლიოშია დღეს მიმოფანტულ გაყიდულ,მოპარული,დღეს ადამიანურ ძვირფასეულობაზეა ჯერი.მიდის ტვინების,ნიჭის ძარცვა,გაჟონვა და ეს გაცილებით უარესია,ვიდრე ოქროს თუ ბრილიანტის მოპარვა,რადგან საქართველოდან ის მიჰყავთ,ვინც საქართველოს მომავალი უნდა შექმნას და ააშენოს.ნიჭი ნიჭად რჩება,არ დაიკარგება,მაგრამ გააჩნია მას რა მიმართულებით და დანიშნულებით გამოიყენებ.ისინი,ჩვენს ნიჭს სათავისოდ იყენებენ და ხშირად საქართველოს საზარალოდაც კი.თუ ამის საშუალება,ნიჭის პატრონმა არ მისცათ,მაშინ არც ამ ნიჭის დამარხვაზე ამბობენ უარს,რადგან მათი უხმარი ქოთანი,გინდ დაიმსხვრეს და გინდ წყალმა წაიღოს,მათ არ ანაღვლებთ.თავის დროზე,ქართველთა ერის მამებმა,მთელი მსოფლიოდან მოუხმეს ყველგან გაფანტულ ქართველ ტვინებს და პირველი ქართული უნივერსიტეტი დააარსეს,უზარმაზარი როლი რომ შეასრულა ქართველთა ეროვნული იდენტობის და განათლება, მეცნიერების აღორძინების საქმეში.შემთხვევით არ მომხდარა რომ ყველა გარედან შემოსული ძალა,სწორედ უნივერსიტეტს ურტყამდა ყველაზე მძიმედ და დაუნდობლად.ასე იყო ერთი საუკუნის წინაც და ასეა ახლაც.დამპყრობლის უპირველესი ამოცანა,შენი,დასაპყრობი ერის ცნობიერების შეცვლა და მათთვის სასარგებლოდ გარდაქმნაა.დღეს ეს ბრძოლა,კიდევ უფრო დაბლა,სასკოლო განათლების დონემდეა დაყვანილი უკვე იქიდან ცდილობენ ეროვნული იდენტობის,მენტალიტეტის შეცვლას.სამწუხაროდ წარმატებით.დღეს ქართველ ბავშვებს,აღარც საქართველოს ისტორიაზე და მისი გმირების მაგალითებზე ზრდიან,აღარც დიდი ილიას პრინციპებზე:-"ენა,მამული,სარწმუნოება" და აღარც ქართული ენის სიყვარულსა და გაფრთხილებაზე.საერთოდაც ქართულ სკოლაში,ისეთი განათლების პროგრამები მოგვახვიეს თავს,რომლის შედეგადაც,ფაქტობრივად აღარაფერს სწავლობენ.ქართულ სკოლაში ინგლისური ენის დასაწყისიდანვე სწავლების შემოტანა,სწორედაც რომ არა ქართველი,არამედ მსოფლიოს მოქალაქის აღზრდას ემსახურება გრძელვადიანი გათვლით.ჩვენივე ხელით აკეთებენ იმას,რასაც რუსეთმა 200 წლიანი ბატონობის შემდეგაც ვერ მიაღწია და 1978 წელს,ქართველებმა ხელი ააღებინეს კონსტიტუციურ ცვლილებაზე,რუსული ენის, სახელმწიფო ენად გამოცხადებაზე.მსოფლიოს მოქალაქეობა,ნიშნავს,რომ მთელი მსოფლიო შენს სამკვიდროდ მიგაჩნია,მაგრამ ყველაფერი,ამავე დროს არაფერს ნიშნავს და შენ უსამშობლოო ადამიანი ხდები.ფესვებმოჭრილი ხე,ფეხზე ვერ დგება,დასაღუპავადაა განწირული.ასევეა სამშობლოს მოწყვეტილი და კარგ ცხოვრებას გამოკიდებული ადამიანის ბედიც.ფიზიკურად შესაძლოა კარგადაც იყოს,მაგრამ ვერასოდეს შეივსებს იმ სიცარიელეს,დაკარგული და შესაძლოა უკვე აღარ არსებული სამშობლო რომ გიტოვებს.26 საუკუნე,უსამშობლოდ,მხოლოდ მისი ხსოვნით იცხოვრეს ებრაელებმა და როცა ბედმა,კვლავ იქ დაბრუნების საშუალება მისცა,ვხედავთ,როგორი თავგანწირვით იცავენ მის ყოველ გოჯს.რატომ,მათ ხომ დევნილობაში ცხოვრების უდიდესი გამოცდილება აქვთ და არც დღეს გაუჭირდებოდათ?ალბათ იმიტომ,რომ კარგად ახსოვთ,უსამშობლოობის განცდაა,ყველაზე მძიმე განსაცდელი და მეორედ მის დაკარგვას,სიკვდილი ურჩევნიათ.არც ევროპას ეპუებიან,არც ამერიკას,არც გაეროს ასეულობით რეზოლუციას და მით უფრო,არც არაბულ გარემოცვას.როცა საქმე მათ ინტერესებს ეხება,სხვას ყველაფერს უკანა პლანზე სწევენ და ეროვნულ უსაფრთხოებას თუ ინტერესებს,პირველ ადგილზე,ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე აყენებენ.
ეეჰ,კვარაცხელიადან დავიწყე და სად გადამაგდო კლავიატურამ.უკვე მერამდენედ მემართება,ასე.კი, დავაპირე წამეშალა,მაგრამ მერე გადავიფიქრე.ამაზე ფიქრი და ლაპარაკიც საჭირო მგონია.იქნებ ვიღაცამ წაიკითხოს და ამაზეც დაიწყოს ფიქრი,ნეტავი რა უნდა ამ კაცს და რაზე გვაფრთხილებსო.ვინც გაფრთხილებულია,ის შეიარაღებულია და დღეს,ამდენი პროპაგანდა-დეზინფორმაციით გაბრუებული ახალგაზრდობისათვის,ამასაც მნიშვნელობა აქვს.
სოსო
16:29 12-11-2024
8
მერეტი არადამაჯერებელი კიარა საშუალო დონის მეკარეა, რა გოლი გაუშვა ინტერთან მაგ ბურთს მაქაცარიაც აიღებდა დინამოს ბავშვი.
Givi
16:18 12-11-2024
8

სიახლეები პოპულარული