"კვარა" პარიზში გაემგზავრა - CalcioNapoli24 წერს, რომ შეეძლო კლუბი უფასოდ დაეტოვებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლი მეუღლესთან ერთად დატოვა და პარიზში გაემგზავრა, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პსჟ-სთან კონტრაქტს გააფორმებს.

ვიდეოს CalcioNapoli24 აქვეყნებს და წერს, რომ კვარაცხელიას ფიფას მე-17 პუნქტით ისე შეეძლო წასულიყო, რომ კლუბი ცენტსაც ვერ მიიღებდა.

ხვიჩას ყველა ამჟამინდელი და ყოფილი თანაგუნდელი გამოემშვიდობა და წარმატება უსურვა. დრის მერტენსმა, რომელიც კლუბში 2013-2022 წლებში თამაშობდა, ახლა კი „გალათასარაიში“ ვიქტორ ოსიმენთან ერთად ასპარეზობს, ქართველს გამოსამშვიდებელი ვიდეოს გამო მადლობა გადაუხადა.

ვიდეო ყველა ფრანგულმა გამოცემამ გამოაქვეყნა. RMC Sport-ი წერს, რომ „კვარას“ თუ უნდოდა გულშემატკივრები აეტირებინა,
ეს გამოუვიდა, საერთოდ გუნდის გამოცვლისას ფეხბურთელების გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვები წესად იქცა, თუმცა ხვიჩამ ეს განსაკუთრებულად გააკეთა.

„პარიზიენი“ იტყობინება, რომ კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენში“ თავისი სტატუსის ფეხბურთელის შესაბამის ხელფასს მიიღებს, ადაპტაციისთვის ცოტა დრო დასჭირდება და პირველად 25 იანვარს „რეიმსთან“ ითამაშებს.

alt"გამიმართლა, რომ შენთან ერთად ვითამაშე" - დი ლორენცო კვარაცხელიას გამოემშვიდობა

alt"ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით" - ხვიჩა ნეაპოლელ გულშემატკივრებს ემოციური ვიდეომიმართვით დაემშვიდობა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
დიახაც ზუსტად მე-17 პუნქტით უნდა წასულიყო და კაპიკი ვერ აეღო იმ ბებერ ფულისტს ! თანაც იმ 75 მილიონიდან რასაც პსჟ შეინარჩუნებდა მინიმუმ ნახევარს კვარას მისცემდა ხელფასის სახით და ექნებოდა კვარას არა 11 მილიონი არამედ მინიმუმ 17-18 მილიონი !
zura222
22:09 17-01-2025
0
რა კარგად მახსოვს, ნეიმარი როცა გადავიდა პსეჟეში და მერე ლეო მესიც (ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი) შეემატათ, ამ საიტზე იყო ერთი გნიასი და კრიახი: პსეჟე ფერმერების გუნდია, ლიგა1-ი კი ძაან დაბალი დონის ჩემპიონატიაო, ეხლა კი, ოი საოცრებავ! ხვიჩა გადადის და უცებ პეჟეს მოეხსნა ფერმერების სტატუსი და ლიგა1-ს კი დაბალი ჩემპიონატის სტატუსი?! რაშია საქმე, ორმაგ სტანდარტიანებო? ასე უცებ როგორ იცვლით ტყავებს?
ასეა!
12:55 17-01-2025
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული