"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ლეგენდარული დიეგო მარადონას შვილი, დიეგო მარადონა უმცროსი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის გადაწყვეტილებას არ უწონებს, ამის შესახენ მან Radio Goal-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მამაჩემის "ნაპოლიდან" წასვლა? მაშინ სხვა დრო და ადამიანები იყვნენ, მაგრამ მამას გუნდი ასე მოულოდნელად არ დაუტოვებია. არ ვაპირებ განვსაჯო ბიჭი, რომელიც "პარტენოპეის" მესამე სკუდეტოს მთავარი გმირი იყო.

კვარაცხელიას გადაწყვეტილებას არც ვეთანხმები და არც მომწონს, მაგრამ მსურს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო. კონტეს პოზიციას კი მივესალმები, ვისაც გუნდში თამაში არ უნდა, მათთვის კარი ღიაა.

გარნაჩო "კვარას" შემცვლელად? ხვიჩას დონის ფეხბურთელის პოვნა თითქმის
შეუძლებელია. როცა ქართველი მოედანზე თავს კომფორტულად გრძნობს, ის თავის პოზიციაზე ტოპ 3-შია", - განაცხადა მარადონა ჯუნიორმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია უკვე საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმყოფება, დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პსჟ-ს ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. ქართველი ახალ გუნდთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

alt"კვარა" პარიზში გაემგზავრა - CalcioNapoli24 წერს, რომ შეეძლო კლუბი უფასოდ დაეტოვებინა [VIDEO]

alt"გამიმართლა, რომ შენთან ერთად ვითამაშე" - დი ლორენცო კვარაცხელიას გამოემშვიდობა

alt"ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით" - ხვიჩა ნეაპოლელ გულშემატკივრებს ემოციური ვიდეომიმართვით დაემშვიდობა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ერთი სიმართლე კი თქვა--კვარასნაირ ფეხბურთელს ეგენი კიდევ 30 წელი ვერ ნახავენ და 30 წლის მერე შეიძლება მოძებნონ და კიდევ მოიგონ სკუდეტო!
zura222
22:20 17-01-2025
0
თავიდანვე დავწერ, რომ შეიძლება ზუსტი ინფო არ მქონდეს, მაგრამ როგორც აქა-იქ წაკითხულიდან ვიცი, ამ ბიჭს დიდი ხანია პირდებოდნენ ხელფასის გაზრდას და არ გაუზარდეს. ჰოდა, თუ ეს მართალია, სადაც პატივს არ გცემენ და შენს შრომას არ აფასებენ სათანადოდ, რომელი გაჩერდებით? მიატოვაო გუნდიო. დაეფასებინათ და იქნება და არ მიეტოვებინა. ბოდიში გათვითცნობიერებულ ხალხთან, ძალიან ზედაპირულად ვიცი ეს ამბები.
nanka2002
19:42 17-01-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული