"საინტერესოა, რომელი "კვარა" დაკარგა "ნაპოლიმ"? - "პარტენოპეისა" და "რომას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ქართველზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და "რომას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ჯორჯო პერინეტიმ, Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მის პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა.

"კვარაცხელია? "ნაპოლიმ" ფანტასტიკური ფეხბურთელი დაკარგა, რომლის შენარჩუნებასაც კონტე ცდილობდა. მაგრამ კითხვა შემდეგშია - რომელი "კვარა" დაკარგა "ნაპოლიმ"? უმოტივაციო და გაფანტული, თუ გადამწყვეტი მოთამაშე?

თუ "პარტენოპეი" მის შემცვლელად გარნაჩოს დაიმატებს, არგენტინელს შესაძლოა, ფანები მეფესავით შეხვდნენ. მჯერა, რომ გარკვეული სტრუქტურით, რომელშიც ბონუსებიც იქნება გათვალისწინებული, "ნაპოლი" ალეხანდროს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დამატებას შეძლებს", - განაცხადა პერინეტიმ.

შეგახსენებთ, დიდი ალბათობით, პსჟ "კვარას" ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს.

alt

"კვარა" პარიზში გაემგზავრა - CalcioNapoli24 წერს, რომ შეეძლო კლუბი უფასოდ დაეტოვებინა [VIDEO]

alt"გამიმართლა, რომ შენთან ერთად ვითამაშე" - დი ლორენცო კვარაცხელიას გამოემშვიდობა

alt"ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით" - ხვიჩა ნეაპოლელ გულშემატკივრებს ემოციური ვიდეომიმართვით დაემშვიდობა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ასეთი სიმართლე არავის უთქვამს. ნაპოლიმ მანამდე დაკარგა კვარა სანამ გაყიდა, უმოტივაციო და გაფანტული გახდა. ასეთი იდიოტი მენეჯმენტის გუნდი მეორე არ მინახავს. ასე უდიერად მოექცა თავის წამყვან ფეხბურთელებს. ფაქტიურად თავისივე გუნდს, სპალეტი, კიმი, ჟელინსკი, ოსიმხენი და კვარათი დააგვირგვინეს. ისეთი წუწურაქები აღმოჩდნენ დასუსტებულ გუნდს მეორადებში ჩამოფასებილი მწვრთნელი მოუყვანეს და მაშინ დაიწყეს გუნდის ნგრევა. დიქტატურა და ერთი გამოშტერებული ადამიანის უტვინობებზე სიარული ჩვენმა ქვეყანამაც იწვნია, თუმცა ჯერ გარკვეულ გაზულუქებური ქურდბაცაცების გამოკლებით.
ქოცური ნაპოლი
14:29 17-01-2025
11
გარნაჩოს ბონუსები და კოჭების გორებაო, ხვიჩას კი ყველაზე დაბალი ხელფასი და ათასგვარი კვანძის დადება. ეგაა თქვენი სამართალი და მასე ვეღარასდროს მოიგებენ სკუდეტოს.
გიორგი
14:10 17-01-2025
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული