ვინაიდან ალეკსანდრ ლაკაზეტი ტრავმირებული იყო, მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა პიერ საჟმა გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა. თამაში ულამაზო გამოვიდა, „ლიონი“ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ მომენტები ფაქტიურად ვერ შექმნა და მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.
მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: flashscore 6.5, sofascore 6.4, whoscored 5.8.
„ლიონი“ 29 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს ევროპა ლიგაზე სტამბოლში „ფენერბაჰჩესთან“ გამართავს.
ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი
მიქაუტაძის სეზონში მერვე გოლი - "ლიონი" თასზე სამოყვარულო გუნდთან დამარცხდა [VIDEO]