ქოჩორაშვილმა გაიტანა - "ლევანტემ" წიტაიშვილის "გრანადას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდა დივიზიონის ოცდამესამე ტურში „ლევანტემ“ სახლში „გრანადას“ 3:1 მოუგო.

მასპინძელთა ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო - შეფასებები: flashscore. 7.8, sofascore 7.3. ქოჩორაშვილის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე ჩატარებულ 19 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სტუმართა რიგებში სრულად ითამაშა მარჯვენა გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა - შეფასებები: sofascore 7.0, flashscore 6.7.

„ლევანტე“ 39 ქულით მესამე ადგილზეა და 25 იანვარს ლა კორუნიაში „დეპორტივოს“ დაუპირისპირდება, „გრანადა“ კი 34 ქულით მერვე პოზიციაზეა და 26 იანვარს „ხიხონს“ უმასპინძლებს.

ვალენსია. „სიუდადი“
ლევანტე - გრანადა 3:1

გოლები: 1:0 ბრუგუე (21), 1:1 ბოიე (58), 2:1 ალგობია (72), 3:1 ქოჩორაშვილი (90+5)

altქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "ლევანტემ" "კადისთან" ქულები გაიყო

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ გუნდიდან წასვლა იქნებოდა ?) სულ რომ კაპიკები მიეცათ მაინც ბოლომდე უნდა დახმარებოდა გუნდს სკუდეტოს მოგებაში იმიტომ რომ ამ გინდში ჩამოყალიბდა კვარა ტოპ ფეხბურთელად ამ გუნდმა გაახნობის მთელს მაოფლიოს . წარმატებები მას ახალ კლუბში .
გიო9
11:47 19-01-2025
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული