"ატალანტას" დამარცხების შემდეგ ლუკაკუმ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა "ნაპოლიმ" გასვლაზე "ატალანტას" 3:2 სძლია.

მატჩის დასრულების შემდეგ "პარტენოპეის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ადგილობრივ DAZN-ს ესაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, არის თუ არა "ნაპოლი" კვარაცხელიას გარეშეც ძლიერი.

"კვარა მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, მას საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ახლა ჩვენ საკუთარ თავზე ვართ ორიენტირებულნი", - თქვა მოკლედ ლუკაკუმ.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული დაპირისპირება "პარტენოპეიმ" სწორედ ბელგიელის გოლით მოიგო. ლუკაკუს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში 8 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 12 /
კონტე თავის გუნდებს,მწვრთნელის მიერ დადგმულ ფეხბურთს ათამაშებს,სადაც ყოველი მოძრაობა,მწვრთნელის ჩანაფიქრის მიხედვით უნდა ხორციელდებოდეს.აქ კვარაცხელიას ადგილი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა,თუ ის,მთლიანად კონტეს დაემორჩილებოდა.კვარა კი,კვარა აღარ არის,თუ ჩარჩოებში მოაქცევ და ამ ნახევარმა წელმა,სწორედ ეს გვიჩვენა.თავიდან,სანამ კონტეს სქემები ფეხბურთელების შეგნებაში მყარად გაჯდებოდა,ნაპოლის ჩავარდნებიც ჰქონდა და ხვიჩას ინიციატივასაც შედეგი მოჰქონდა.ის გუნდზე მუშაობდა და მწვრთნელის მოთხოვნასაც ასრულებდა,დაცვაში აქტიურ თამაშზე.სამწუხაროდ,ეს ხვიჩას ფეხბურთი არ იყო და სულ უფრო აშკარა გახდა,რომ ასეთი თამაში,მას არ მოსწონდა,არც შეეძლო.კონტემ სცადა,მისი საკუთარ მოდელზე მორგება,ხვიჩა მას,გარდამავალ პერიოდში და ისეთ მომენტებში სჭირდებოდა,როცა გუნდურ თამაშს,შედეგი ვერ მოაქვს და ფანტაზისტა საჭირო.ხვიჩას ენთუზიაზმი,თვალ და თვალ კლებულობდა და მოედანზე მისი თამაში,პატიოსნად მუშაობას უფრო ჰგავდა,ვიდრე ჯადოქარის მსუბუქი ხელის დაქნევით,საოცრების მოხდენას.კონტეს სქემა,თანდათან სულ უფრო უკეთ აითვისა ნაპოლიმ და შედეგებიც წამოვიდა,მაგრამ იქ,ხვიჩას ადგილი,უკვე აღარ იყო და კონტემაც მის გაშვებაზე თანხმობა განაცხადა.აქ დამატებით დე ლაურენტისის უარყოფით როლზე საუბარს,უკვე აზრი აღარც აქვს,ისედაც უკვე ყველამ ყველაფერი ვიცით.
ნაპოლის ფეხბურთელებს და კონტეს,დე ლაურენტისისაგან განსხვავებით,წარმატებებს ვუსურვებ,მე კი,უკვე პსჟ-ზე გადავერთვები.
სოსო
13:07 19-01-2025
5
ქართველებო ყველა პატრიოტს გილოცავთ მერაბი დვალიშვილის ბრწყინვალე გამარჯვებას, გაუმარჯოს საქართველოს, წინ გამარჯვებისკენ,
იბერიელი
16:08 19-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული