"ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო" - კვარაცხელიას კომენტარი "ლიონის" დამარცხების შემდეგ

AutoSharing Option
ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში პსჟ-მა გასვლაზე "ლიონი" 3:2 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სტუმართა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ თავისი გუნდის ტელევიზიას ესაუბრა.

"რთული შეხვედრა გამოვიდა. განსაკუთრებით მძიმე ბოლო წუთები იყო, რადგან მეტოქე შეტევაზე მთელი ძალით წამოვიდა ჩვენ კი თავს ვიცავდით.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პსჟ წინსვლას აგრძელებს. ჩვენი გუნდი ახლა ძალიან ძლიერია. ვფიქრობ, ლამაზი თამაში ვაჩვენეთ", - ციტირებს კვარაცხელიას პარიზელთა პრესსამსახური.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული