ჩვენი ქვეყნის პირველი მეტოქე 24 აგვისტოს უნგრეთის ნაკრები იქნება. მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში დღეს, 23 აგვისტოს, თბილისის დროით 17:15 საათზე შედგება.
"საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას ასეთ მასშტაბურ ტურნირში, რის ხარჯებსაც მთლიანად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს. ადრე ასეთი პრეცედენტები ჩვენთან არ არსებობდა. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მოწვეული გვყავს ბრაზილიელი ბეტინიო არაუხო, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრებში თამაშობდა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. ავტორიტეტული სპეციალისტია. ერთი თვეა, რაც ჩვენთანაა",
2019 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ასოციაციისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთობლივი მუშაობით, ქალაქ ბათუმში ევროპის ჩემპიონატის გამართვაც იგეგმება. რვაგუნდიანი ჩემპიონატის ჩატარების ადგილი, ოფიციალურად, 2018 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი.
რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, წლეულს, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, რვაგუნდიანი ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდა. ჩემპიონი კვლავ ბათუმის "დინამო" გახდა, მეორე ადგილზე კი ბათუმის ბსუ გავიდა. 2019 წელს, პორტუგალიის ქალქ ნაზარეში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე "დინამო" ჯგუფურ ეტაპზე იქნება, ხოლო ბსუ საკვალიფიკაციოდან დაიწყებს.
ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრების თამაშების განრიგი შემდეგია:
24 აგვისტო, 17:00 სთ - საქართველო - უნგრეთი
25 აგვისტო, 14:45 სთ - საქართველო - ინგლისი
26 აგვისტო, 14:45 სთ - საქართველო - დანია
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით