ესპანური პრესა ლევან შენგელიას დუბლის შემდეგ: "კადისი" ქართველს ელოდება

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DINAMOTB/

ორი ესპანური გამოცემა თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ ლევან შენგელიას შესახებ წერს და აცხადებს, რომ ქართველსა და "კადისს" შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

ანდალუსიური გამოცემა eldesmarque.com-ი აქვეყნებს სტატიას სათაურით - "დაელოდეთ შენგელიას".

ტექსტში ნათქვამია, რომ გარიგებამდე რამდენიმე კვირით მოცდა არის საჭირო. ესპანური გამოცემის მიხედვით, მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა კონტრაქტის პირობები ჯერ შეთანხმებული არაა.

სანამ "კადისთან" ხელშეკრულებას გააფორმებს, შენგელიას კონტრაქტი თბილისის "დინამოსთან" 30 აგვისტომდე აქვს და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში ორი
გოლიც გაიტანა.

184 სმ სიმაღლის შენგელია სწრაფი ფეხბურთელია და ფიზიკურად საკმაოდ კარგად არის მომზადებული. ის, როგორც წესი, მარჯვენა "ვინგერად" თამაშობს, თუმცა მეორე ფორვარდად და მარცხენა "ვინგერადაც" შეუძლია თამაში.

შენგელიას 30 აგვისტოს უმთავრდება ხელშეკრულება თბილისის "დინამოსთან", ანუ 3 დღით ადრე, სანამ ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება. შენგელია ის ფეხბურთელია, რომელსაც "კადისის" შეტევას ბევრი რამ შეუძლია შემატოს.

მეორე ადგილობრივი გამოცემა diariodecadiz.es-ი დაახლოებით მსგავსი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს სათაურით - "შენგელიას საკუთარი გუნდისთვის გააქვს, სანამ "კადისი" ელოდება".

გამოცემა წერს, რომ თბილისის "დინამო" შენგელიას არ უშვებს კლუბიდან, რადგან ის გუნდის ლიდერია და "დინამოს" ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გასვლამ ქართველის ესპანეთში ჩასვლა გადადო. თან, "დინამოს" შემდეგ ეტაპზე "ფეიენოორდთან" ელის შეხვედრა. ამის პარალელურად, "კადისი" მოთმინებით ელოდება, თუ როდის დაუმთავრდება შენგელიას კონტრაქტი თავის ახლანდელ კლუბთან.

"კადისი" ესპანეთის სიძლიერით მეორე დივიზიონში (სეგუნდა) გამოდის, გასულ სეზონში 64 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა და ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფამდე 4 ქულა დააკლდა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ერთი ფეიონოორდთანაც გაისროლოს და იქნებ ჰოლანდიელებმა თვითონ წაიყვანონ
912
02 აგვისტო 2019 13:44
0
წარმატებები. თუმცა ძალიან ცალმხრივად თამაშობდა გაბალასთან. 10 დან 9 შემთხვევაში მარჯვენა ფლანგიდან მარცხნივ შემოდის და მოჭრილს ურტყამს. ეს ძალიან ლამაზია, მაგრამ არა მგონია ამ 2 გოლის მერე ფეინოორდმა იგივეს უფლება მისცეს. ასე რომ ქება კარგია, მაგრამ გაითვალისწინეთ.
kaira
02 აგვისტო 2019 13:26
10
შენგელიას მოქმედება ადრეც ჰქონდათ გაშიფრული? მაგრამ რამდენად გაანეიტრალეს ვნახეთ, რობენიც იმავე სტილში თამაშობს და მეტოქემაც იცის ეს მაგრამ რას უხერხებენ?
მინდია
02 აგვისტო 2019 13:59
7
რის კადისი ხალხო, რა II ლიგა, თუნდაც ესპანეთის?! ამ ადამიანს ნებისმიერი ტოპ გუნდის დამშვენება შეუძლია! ლევან, ძალიან მაგარი ხარ! ნუ იჩქარებ! 1 წელიწადში ტოპ გუნდების რიგი დაგიდგება!!!
aburjga
02 აგვისტო 2019 13:21
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული