ფეიენოორდი VS დინამო (თბ) - განმეორდება ისტორიული შედეგი?!

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

8 აგვისტოს თბილისის "დინამოს" ურთულესი გამოცდა ელის - ქართული კლუბი ჰოლანდიაში "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად "დინამოს" დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია, ჩისკოს შეგირდებმა ჯერ ანდორული "ენგორდანი" დაამარცხეს (6:0, 1:0), შემდეგ კი აზერბაიჯანულ "გაბალას" სძლიეს (2:0, 3:0).

თბილისური კლუბი ჰოლანდიაში სრული შემადგენლობით გაემგზავრა. ლევან შენგელიას მცირე დაზიანება ჰქონდა, თუმცა ის მატჩისთვის 100 პროცენტით მზად არის. პირველ მატჩში ტრავმა მიიღო და შეცვალეს მარჯვენა მცველი ნოდარ იაშვილიც. უცნობია, ჩაერთვება თუ არა ის თამაშში სტარტიდანვე.

"დინამოს" შემადგენლობაში ცვლილებები არ არის,
თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით "ფეიენოორდის" შესახებ.

მატჩამდე ორი დღით ადრე ჰოლანდიურმა კლუბმა ორ გარიგებაში მიიღო მონაწილეობა: "რომადან" საკუთარი აღზრდილი რიკ კარსდორპი იჯარით დაიბრუნა, ცენტრალური მცველი სენტ ჯასტი კი "მაინცში" 10 მილიონად გაუშვა.

კარსდორპი მარჯვენა მცველია და გასულ სეზონში სერია A-ს 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მანამდე "ფეიენოორდმა" "სუონსიდან" ორი მოთამაშე დაიმატა - მარჯვენა შემტევი ლუსიანო ნარსინი და ნახევარმცველი ლეროი ფერი.

ლაიამ კელი
(ნახევარმცველი) და ნიკ მარსმენი (მეკარე) კი "რედინგიდან" და "უტრეხტიდან" მოვიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ერედივიზიონის პირველ ტურში "სპარტას" წინააღმდეგ ფერიმ სრული მატჩი ჩაატარა, ნარსინი კი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. მარსმენი და კელი კი სათადარიგოთა შორის იყვნენ.

"სპარტასთან" "ფეიენოორდს" როტერდამული დერბი ჰქონდა და მატჩის გადარჩენა ბოლო წუთებზეღა მოახერხა - 2:2.

თბილისის "დინამო" კი ეროვნულ ლიგაში თანაქალაქელ "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 6:0 დაამარცხა. მატჩის გმირი 20 წლის ნახევარმცველი ნიკა ნინუა გახდა, რომელმაც 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აქამდე გუნდები ოფიციალურად ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - 1981 წელს თბილისის "დინამო" "ფეიენოორდს" თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალურ ეტაპზე შეხვდა. სახლში დინამოელებმა 3:0 მოიგეს, ხოლო გასვლაზე მსაჯების აშკარა შეცდომის გამო 0:2 წააგეს. საერთო ჯამში კი ფინალში გავიდნენ, სადაც "კარლცაისს" შეხვდნენ და 2:1 მოუგეს.

რა თქმა უნდა ყველას სურს, რომ დღევანდელი დაპირისპირებაც, როგორც ადრე მოხდა, ქართველების გამარჯვებით დასრულდეს, თუმცა ამჟამად სიტუაცია ბევრად განსხვავებულია. ამის მიუხედავად მოგების შანსი არსებობს, რადგან ამისთვის კლუბს გააჩნია სურვილი, ჟინი და გამარჯვებისკენს სწრაფვა.

სტადიონი

"ფეიენოორდს" შესანიშნავი და ისტორიული არენა აქვს - "დე კუიპზე" არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი გამართულა. "დე კუიპმა" 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლა, სადაც საფრანგეთმა იტალიას 2:1 სძლია.

Sportall.Ge

2002 წელს კი უეფას თასს "ფეიენოორდი" ამავე სტადიონზე დაეუფლა, "დორტმუნდი" 3:2 დაამარცხა.

"დე კუიპი" 51 117 ადამიანს იტევს. ჰოლანდიური კლუბი ამ არენაზე 2022 წლამდე ითამაშებს, მანამ, სანამ მისი ახალი სტადიონი აშენდება.

გარდა საფეხბურთო ისტორიისა, ეს სტადიონი მუსიკალური კონცერტებითაც ცნობილია. მხოლოდ იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ მაიკლ ჯექსონს აქ 5 კონცერტი აქვს გამართული.

არბიტრი

შეხვედრას უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი 42 წლის სერგი ბოიკოა, მას დახმარებას კი ანდრი სკრიპკა და სემიონ შლონჩაკი გაუწევენ. მეოთხე არბიტრი ვიტალი რომანოვი იქნება.

Sportall.Ge

ბოიკო საკმაოდ მაღალი დონის არბიტრია. მას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპსა და ერთა ლიგის მატჩებში უმსაჯია.

ფაქტები
  • "ფეიენოორდში" ისტორიის განმავლობაში ერთადერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. გიორგი დემეტრაძე ჰოლანდიურ კლუბს 1997 წელს სწორედ თბილისის "დინამოდან" შეუერთდა.
  • კლუბის ახალწვეულის, ლუსიანო ნარსინის ძმამ, ფარჯელ ნარსინიმ რამდენიმე დღის წინ "არარატ-არმენიას" რიგებში "საბურთალოს" წინააღმდეგ ითამაშა.
  • "დინამოს" 5 შეხვედრაა საკუთარ კარში გოლი არ მიუღია და ამ ხნის განმავლობაში თბილისელებმა მეტოქის კარი 18-ჯერ აიღეს.

8 აგვისტო. "დე კუიპი"
ფეიენოორდი-დინამო (თბ)
სავარაუდო შემადგენლობა:
დინამო (4-3-3): პერალესი, რუხაია, კობოური, მონხილი, ქიმაძე, ნინუა, კუხიანიძე, პაპავა, ქავთარაძე, დაფე, კუტალია.

altგავიხსენოთ 1981 წლის დაპირისპირება - "დინამო" - "ფეიენოორდი" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
3 ნოლია 2 იც და ჩემი პროგნოზი გამართლდება ნეტა რისი იმედი გავქთ ხუთადსოლარიანი ფეხბურთელების?
aleko
23:15 08-08-2019
0
ვკითხულობ კომენტარებს და ერთი კითხვა გამიჩნდა. რომელი სჯობია იყო ოპტიმისტი თუ რეალისტი? ჩემი აზრით მეორე სჯობია. იმ ოპტიმისტებმაც ხომ კარგად იციან რომ დინამო დღეს ვერ მოიგებს და ვერც ფრეს ვერ გააკეთებს? მე პირად ველოდები დინამოს ბრძოლისუნარიანობას, მინდა რომ დიდი ანგარიშით არ წააგოს და 1 გოლი მაინც გაიტანოს!
დავით 67
20:04 08-08-2019
0

სიახლეები პოპულარული