რუსეთის ნაცვლად საქართველო! - შევთავაზოთ უეფას ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რეკომენდაცია გასცა, უახლოესი 4 წლის მანძილზე რუსეთს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აუკრძალონ. საკითხი 9 დეკემბერს, WADA-ს აღმასკომზე განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

მოხსენებაში აგრეთვე იტყობინებიან, რომ აუცილებელია, რუს ჩინოვნიკებს აეკრძალოთ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება და რუსეთს აეკრძალოს ნებისმიერი
ტურნირის მასპინძლობა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს, 27 ნოემბერს, პეტერბურგში უეფას პრეზიდენტ ალეკსანდერ ჩეფერინს შეხვდება და იქ გაირკვევა რუსეთის ბედი.

როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის ერთ-ერთი მასპინძელი რუსეთის ქალაქი სანქტ-პეტერბურგია, რომლის "კრესტოვსკის სტადიონს" (64 468 მაყურებელი) ჯგუფური ეტაპისა და მეოთხედფინალისთვის უნდა
ემასპინძლა.

რუსეთის ჩანაცვლებაზე პრეტენზია უელსმა გამოთქვა, რომელიც უეფასთვის "მილენიუმის" სტადიონის შეთავაზებას აპირებს (74 500 მაყურებელი). აღსანიშნავია ისიც, რომ უელსს მასპინძლობაზე მანამდეც ჰქონდა განაცხადი შეტანილი და უეფასგან უარი მიიღო. ეს სტადიონი კი, ძირითადად, სარაგბო თამაშებისთვის გამოიყენება, ფეხბურთს "კარდიფ სითის" 30 000-იან სტადიონზე თამაშობენ.

და თუ პეტრე დიდის ნაშენები ქალაქი დოპინგ-სკანდალის გამო უარს მიიღებს, რატომ არ შეიძლება, რომ უეფას თბილისი და "დინამო არენა" შევთავაზოთ? ჩვენ უეფას მიერ ორგანიზებულ ტურნირებში თავი არ შეგვირცხვენია. ამავდროულად, გვაქვს შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მიღებაზე საუბარი ადრეც იყო, ჯერ კიდევ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროს, რომელიც ილჰამ ალიევთან ერთად საქართველო-აზერბაიჯანის შეთავაზებას აპირებდა მასპინძელ ქვეყნად. საბოლოოდ საქართველო და აზერბაიჯანი ვერ შეთანხმდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებლად ვგეგმავდით განაცხადის შეტანას.

თუმცა უეფამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი საიუბილეო გამოაცხადა და მისი 12 ქალაქში ჩატარება განიზრახა. ბოლოს კი ისე მოხდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოულოდნელად განაცხადი საერთოდ არ შეიტანა და ასე გაუშვა თბილისმა მასპინძლობის შანსი.

"დინამო არენა", ევროპის 2020 წლის მასპინძელ სტადიონებთან შედარებით, 4-ზე დიდია და 3 სტადიონთან მიმართებაში თანაბარი ზომისაა.

ევრო 2020-ის მასპინძელი ქალაქებია: კოპენჰაგენი, დუბლინი, გლაზგო, ბოლბაო, ამსტერდამი, ბუქარესტი, ბუდაპეშტი, ბაქო, რომი, მიუნხენი, ლონდონი და სანქტ-პეტერბურგი.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ეს ისეთი სიტუაციაა გუშინ რეალი - პსჟ თამაშში...კურტუას წითელი უჩვენეს პენალტი დადეს პსჟ სასარგებლოდ და მერე ორივე რომ გააუქმა მსაჯმა და ცენტრში ჯარიმა დადო მარსელოზე! როგორც იმ პატიოსანმა გუLშემათკივარმა თქვა ვოვა ძია მოაგვარებს......ასე რომ ამოიგდეთ თავიდან ეგ აბდაუბდა
i.n c
27 ნოემბერი 2019 14:58
4
ავტორ გარეთ მაინც თუ გადიხარ ხანდახან? იცი მაინც სად ვცხოვრობთ?
ემრე
27 ნოემბერი 2019 13:25
6
ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და აბრამს არქმევდნენო.
mdaa
27 ნოემბერი 2019 13:04
3
ეჭვიც არ მეპარება რომ ვოვა ძია მოაგვარებს.მაგისთანები მოუგვარებია?ჩეფერინს ისეთს ჩაუტარებს რომ...ვერ ხედავთ იქეთ დაიბარა მასთან სალაპარაკოდ.
სიმართლე
27 ნოემბერი 2019 13:03
2
საქართველოში ინფრასტრუქტურაა არაა ჩემპიონატის ჩასატარებლად. რამდენი სტადიონია საქართველოში რომლებიც უეფას მოთხოვნებს აკმაყოფილებს? ერთადერთი შანსია თუ საქართველო-აზერბაიჯანში ჩატარდება, როგორც ბელგია-ჰოლანდიაში ჩატარდა
გიორგი
27 ნოემბერი 2019 12:53
7
გეთანხმები მხოლოთდამხოლოდ აზერბაიჯანთან ერთად არის შესაძლებელი მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატს რომ ვიმასპინძლოთ.6 ქალაქში ,თბილისი ბათუმი ქუთაისი ან რუსთავი და აზერბაიჯანიდანაც 3 ქალაქი. ამ შემთხვევაში მოვაბამთ თავს ამ გრანდიოზული ჩემპიონატის გაიმართვას
ქომაგი
27 ნოემბერი 2019 20:38
4
სხვა სპორტი რომ იყოს კიდე ხო, მაგრამ ფიფა და უეფა ისე ყავთ ჯიბეში, შანსი არაა დასაჯონ რუსეთი
soso
27 ნოემბერი 2019 12:47
2
კოტე როდის „დასაჯეს“ რუსეთი და რა მეთოდით შემახსენე ძმურად. აფხაზეთი,სამაჩაბლო,ყირიმი,დონბასი(და მანამდე რამის ნახევარი დედამიწა) რო ჩაიდო ჯიბეში თუ მაშინ თავისუფალი სტილით მოჭიდავეების 99% დოპინგით რო ჭიდაობს, თუ მაშინ ოლიმპიური მედლების70% დოპინგით რო აქვთ აღებული??? თორე მე რო მინდა რუსეთი „დასჯილი“ ვნახო ისე შეიძლება ბევრს არ უნდა...
Jordan Beli
27 ნოემბერი 2019 12:44
5
ოლიმპიადაზე ჰიმნის და დრიშის გარეშე გაუშვეს
Hmm
28 ნოემბერი 2019 09:42
0
ჩეფგერინს თუ ხვდება ვერაა კარგად საქმე. მოაკვარახჭინებენ რუსები მაგ ამბავს მშვიდად. რუსეთს რომ სანქციები სერიოზულად ემუქრებოდეს, როგორ გგონიათ, საერთოდ ჩავიდოდა ჩეფერინი პუტინთან?
რუსეთს ტერიტორიების წაგლეჯვას და მთელი მსოფლიოსათვის თავზე დაოხრებას პატიობენ მშვიდად და რაღაც დოპინგ სკანდალით ნამდვილად ვერ შეაშინებენ.
ჯერი
27 ნოემბერი 2019 12:00
1
სამწუხაროა, მაგრამ მეც ეგრე ვფიქრობ. გარდა ამისა ამ ორგანიზაციების შემოსავლებში რუსეთს დიდი წილი აქვს ამის დაკარგვას არავინ მოინდომებს.
გიზოგ
27 ნოემბერი 2019 12:55
1
მასპინძლის სტატუსით მონაწილეობას რა აზრი აქვს? მიზნის მიღწევა მაშინ არის ტკბილი როცა ბრძოლით და გამარჯვებით გაქვს მიღებული.
semi
27 ნოემბერი 2019 11:27
24
მართლьა?
bmb
27 ნოემბერი 2019 13:53
0
ეეჰ რისი იმედი გაქვთ? ჩეფერინს ერთი სული აქვს პუტის როდის შეხვდება,რომ გაიგოს მის საბანკო ანგარიშს რამდენი მილიონი შეემატება
zura
27 ნოემბერი 2019 11:22
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული