85 მეტრიდან გაშვებული გოლი და თბილისის "დინამო" "რადნიკს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამო" მეორე შეკრებაზე საკონტროლო მატჩში სერბეთის "რადნიკს" დაუზავდა - 2:2.

ანგარიში 43-ე წუთზე კაპანაძემ გახსნა, შესვენების შემდეგ პავლოვმა საპასუხო გოლი გაიტანა, 74-ე წუთზე იოკიჩმა სერბული გუნდი დააწინაურა, ხოლო 78-ეზე ახვლედიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"დინამო" (სასტარტო): კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, პაპავა, კუცია, ნინუა, ორშულა, კუხიანიძე, კაპანაძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: მამარდაშვილი, იაშვილი, სანდოხაძე, ქიმაძე, ქარდავა, ზარია, მუჯირი, ბუღრიძე, ახვლედიანი

სპარინგში მონაწილეობა ვერ მიიღეს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებულმა ლუკა კუტალაძემ, თორნიკე ჯანგიძემ, სანდრო კალანდაძემ, ანზორ მექვაბიშვილმა, ლაშა აწყურელმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა და ტრავმირებულმა
ნოდარ ქავთარაძემ.

"დინამომ" პირველ შეკრებაზე სამივე შეხვედრა წააგო - რუმინეთის "ვოლუნტართან" (1:3), ბულგარეთის "არდასთან" (2:3) და კრაკოვის "ვისლასთან" (2:3).

მკითხველის კომენტარები / 29 /
ეჰ როგორ ფასდაკლებით ნელ-ნელა.მალე მარტო-დ-დარჩებით.მე ვეტერანებს მინდა ვკითხო--გული არ გიკვდებათ როცა ასეთ დღეში ხედავთ თქვენს გუნდს,გუნდს რომელმაც ხალხის სიყვარული მოქცათ...
კახა ქ.
07 თებერვალი 2020 14:04
2
ტორპედოს გულშენატკივრები ჩაჩავას ვერ უბედავდით ვერაფერს იმიტომ რომ მოგსვამდათ ერთ ადგილზე უცებ და ეხლა ამოიღეთ ხმა,დროზე გაისტომრონ ბიჭების ვალი და მერე რაც გინდა ის გიქნიათ,
martal-s
08 თებერვალი 2020 09:51
0
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ მამარდაშვილი შემთხვევით იყო მოედანზე, ჯერ პირველ ბურთზე გამოსვლა დააგვიანა, მერე კი " რაზდევალკიდან" დარტყმული ბურთი გაუშვა
რეზო
08 თებერვალი 2020 13:22
0
მალე დადგება ის დრო, როდესაც დინამოს ეყოლება ფეხბურთელები, მწვრთნელი, ექნება ფორმა და ალბათ საკუთარი გემიც, რომ თბილისის ზღვაზე იკატავონ, თან თამაში ექნებათ თემქელებთან? ცხვარზე და ოციანზე, საკუთარი გემით წავლენ, ვარკეთილში ექნებათ ხბო და ჯონჯოლის წნილზე? იქაც საკუთარი გემით წავლენ. ლოტკინი ნახალოვკა, მარა მაგათთან სჯობს ყომარი ითამაშონ, ზარის გაგორებას მაინც ისწავლიან.
აბა ბურთის გორება თუ აქამდე ვერ ისწავლეს, აწი წასულია ამათი საქმე. აწი ესენი სირბილს ვერა, მაგრამ ძუნძულს კი ისწავლიან, თან როგორ ძუნძულს იცით?
ნწუ! შეგშურდება პენსიონერ კაცს.
დინამო! დინამო! დინამო! იდი ნა მოოოოოოოოოო!!!
ჩემი ხბო ყვირის ესე მოოოოოოოოოოოოო!!! და გადავწყვიტე გულშემატკივართა თილისმა გავხადო, როცა რქები ამოუვა. ხბოს კი არა, ტრენერს და ფეხბურთელებს, თვარა ხბოოს? რომ ამოუვა, მაგაში დარწმუნებული ვარ. ამათში თავს ვერ დავდებ მარა, შანსი ქე აქვთ ხომ იცით!!!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
08 თებერვალი 2020 03:39
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული