თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
გასაგებია რომ ფიფია არის თავხედი და უნამუსო, მაგრამ ამდენ კომენტარში დინამოს ფეხბურთელებზე თითქმის არაფერს ამბობთ. თითქოს მარტო ფიფიას ბრალი იყოს ეს განადგურება
დავით67
25 სექტემბერი 2020 03:36
7
მკვდარზე ან კარგს ამბობენ,ან არაფერს.უფლება აღარ აქვთ,დინამოს სახელი ატარონ.საკმარისია ამდენი შეურაცხყოფა და დაცინვა.ლგპტ აქტივისტები გახდნენ,კი ბატონო.უკვე არიან კიდეც,მაგრამ სახელი გამოიცვალონ და დაირქვან,ის,რაც არიან.მაგალითად "პიდარო".
სოსო
25 სექტემბერი 2020 08:11
0
არის ასეთი არსება - ამება. რომელიც არის ერთ-უჯრედიანი. არის და რა ქნას.
წესით ყველაზე უსარგებლო არსება ამ ქვეყანაზე.

მითხარით 1 არგუმენტი მაინც რითი სჯობია ამებას დინამო თბილისი თავის პრეზიდენტიან-მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად, გარდა იმისა რომ თვის ბოლოს ხელფასი ერიცხებათ, აქედან 50% უკიდურესად ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტიდან...

წადით!!!
თქვენ ჩვენ ძალიან დაგვღალეთ!!


დიდგორელი
25 სექტემბერი 2020 02:59
1
სანამ კობიაშვილი იქნება ფედერაციის პრეზიდენტი იქნება ასე.კაი ფეხბურთელი ცუდი მენედძერი.
ერთადერთი პრიზი - 2018 მრავალფეროვნების პრიზი.
ეტყობა ეს არის მისი ზღვარია. თან წაიღოს და წავიდეს!
გოგი
25 სექტემბერი 2020 02:57
33
კობიაშვიკი რა შუაშია გუშინდელ მარცხთან და დინამოსთან?თუ რამე პირადულია და ბარემ დინამოს წაგებასთან მიაბი და ლანძღავ?! არც კობია ანგელოზი,მაგრამ წინა ფედერაციებისგან განსხვავებით კლუბებს მხოლოდ ეხმარება და არ ერევა კერძო კლუბის მართვაში. ცოტა გაერკვიეთ ფეხბურთში და არაა აუცილებელი ყველა და ყველაფერი ლანძღოთ.
:-)
25 სექტემბერი 2020 06:41
2
ერთი წინადადება მაქვს ქართული ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებთან: დავაფუძნოთ დინამოს გადარჩენის ფონდი, შევაგროვოთ ფული და გამოვისყიდოთ თბილისის დინამო ფიფიასგან სააქციო საზოგადოების სახით. ფონდში შემოტანილი თანხის შესაბამისი აქციების რაოდენობა მივცეთ ყველას.
დინამო თბილისი უნდა იყოს მხოლოდ ქართველი ხალხის!
უნივერსალი
25 სექტემბერი 2020 02:53
2
ვაჟკაც, მერე თბილისის დინამო რომელი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, რუსეთის? თუ სომხეთის?
Jango-ს
25 სექტემბერი 2020 17:41
0
ვაჟკაც, მაგ წიანდადება მხოლდო დინამოს მოყავრულთ ეხება და არა ქართული ფეხბურთის ქომაგებს. დინამოს ძალიან ბევრი რამ შეეწირა ქართული ფეხბურთიდან, ქართული ფეხბურთი დინამოს გამო არაერთხელ დაზარალდა, ასე რომ ყველამ თავის მკვდარს მოუაროს, გინდატ დინამო? გაიკარით ჯიბეზე ხელი და ბურთიც მანდაა, სტადიონიც, მოედანიც და ინფრასტრუქტურაც, გამოისყიდეთ ფიფიასაგან და ხარჯეთ მილიონები, ვინ გიშლით?
jango
25 სექტემბერი 2020 11:17
3
ერთი წინადადება მაქვს ქართული ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებთან: დავაფუძნოთ დინამოს გადარჩენის ფონდი, შევაგროვოთ ფული და გამოვისყიდოთ თბილისის დინამო ფიფიასგან სააქციო საზოგადოების სახით. ფონდში შემოტანილი თანხის შესაბამისი აქციების რაოდენობა მივცეთ ყველას.
დინამო თბილისი უნდა იყოს მხოლოდ ქართველი ხალხის!
უნივერსალი
25 სექტემბერი 2020 02:52
2
კარგი აზრია და ორგანიზება გაუკეთეთ
შოკირებული გულშემატკივარი
25 სექტემბერი 2020 10:54
0
გეთანხმები.
100%
25 სექტემბერი 2020 07:26
0
ამ გუნდს უნდა გადაერქვას სახელი და უნდა დაერქვას თბილისის "სა.....თი" ვინც დამიბლოკოს თღბილისის დინამოელი იყოს
გიორგი
25 სექტემბერი 2020 02:30
1
სისხლის სამართლის კოდექსით შეურაცხყოფისთვის სასჯელია გათვალისწინებული და ეს შეურაცხყოფა არ იყო ?! ბატონო ალექსანდრე, ბატონო თენგიზ, ბატონო ვოვა და ა.შ. ხმას რატომ არ იღებთ რატომ, იმ დიდი დინამოელების სულებს რას ეუბნებით?! წამოიწყეთ კამპანია და ამ პიტალოსგან გამოვისყიდოთ დინამო რას ელოდებით?!
!!!!!
25 სექტემბერი 2020 09:12
0
აქ გააკეთდა მატჩამდე 3 დღით ადრე კომენტარი არ მახსოვს ნიკი ზუსტად, 4-0 წავაგებთო ან 5-1 ო და ყველამ დისლაიქ და კონტრ კომენტარები მიაყარა! აჰაა გამარჯობა. რომან შენი !!! :@
ოპტიმისტი
25 სექტემბერი 2020 02:28
0
ჯორჯიან მენტალიტეტ
შოკირებული გულშემატკივარი
25 სექტემბერი 2020 02:23
9
ლოკომოტივშიც ქართველები არ თამაშობენ?სულ ერთი ლეგიონერი ჰყავთ.ნეტავი ამ ლეგიონერებს სადღა შოულობს ფიფია,ასეთ დარჩეულებს და ყველასგან გამორჩეულებს.
სოსო
25 სექტემბერი 2020 08:18
0
რას გავს ქართული ფეხბურთი!!! რაში იხარჯება ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან წასული ფული, სირცხვილია!!! კობიაშვილი სახლში, ფიფია გაყიდე დინამო და იმის იქით წასულხარ
Gia
25 სექტემბერი 2020 02:19
2
Damarxa qartuli saklubo fexburti saxelic ro ar vicit da arc gagvigonia farerebis samokvarulo klubma, daachoqes da datoves Dinamo cakuzul mdgomareobashi..
irakli
25 სექტემბერი 2020 02:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული