თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
სპორტულ ასპარეზზე საქართველოს სახე იყო დინამო.ეხლა სახე კი არა ტრაკიც აღარ არის.ფიფია შე სოფლის ორღობის გუნდის პრეზიდენტო.ნამუსგარეცხილებო.რა ნამუსით უნდა დაბრუნდეთ თბილისში
tandila
25 სექტემბერი 2020 09:11
0
ყველაფერი პოლიტიკის ბრალია, ნაცები ცდილობენ რომ ყველა სფეროში იყოს ჩავარდნა, მათ შორის ფეხბურთში და ყველაზე კარგი დინამოს წაგება იყო და ლოკმოტივის. ნაციონალებმა დიდი ფული გადაუხადეს დიდი ფული მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს რომ გოლები გაეტანათ და ჩვენებს წაეგოთ, მარა არა მგონია ბიძინა ამას ვერ მიხვდეს.კლეტსკაროს განსაკუთრებით და თუ პოლიტიკაში ნაცები დაბრუნდებიან კლეტსაროს დინამოში გადმოსვლას დაპირდნენ.
გიო
25 სექტემბერი 2020 19:42
10
მართლა ეგეთი @@@ ხარ თუ ღადაობ?..
ლაშა
25 სექტემბერი 2020 20:40
0
ფუუ თქვენი..
ლაშა
25 სექტემბერი 2020 20:38
0
ძირეული ცვლილებები არის საჭირო, თუმცა მგონი ძირიც აღარ გააჩნია ამ გუნდს. ჰაერში არიან სადღაც
vuax chemi
25 სექტემბერი 2020 19:16
0
მართლა Class-ვიკი გუნდი ყოფილა =D
nika
25 სექტემბერი 2020 13:52
2
"კლაკსვიკის" ფეხბურთელები უფრო სწრაფები იყვნენ და ერთი შეხებით უფრო კარგად თამაშობდნენ.
მენტალური მომზადების ცენტრი
25 სექტემბერი 2020 12:58
0
გააგრძელეთ ფიფიას ქება-დიდება!))))
ელდარი
25 სექტემბერი 2020 11:17
1
რატომ გწყინთ მაინც ვერ გავიგე. პროფესიონალმა ფეხბურთელებმა 6:1 მოუგეს მეთევზეებს.
რეალისტი
25 სექტემბერი 2020 11:06
0
სერიოზული გადაწყვეტილებაა მისაღები. ამაზე ქვემოთ გუნდი ვერ დაეცემა.
ლევან
25 სექტემბერი 2020 10:33
0
ამ ყველაფერზე 1 კაცია პასუხისმგებელი და უნდა აგოს პასუხი მთელი სიმკაცრით. ჩვენი, გულშემატკივარის ბრალია რომ ამდენი ხანი თვალს ვხუჭავდით და სიცრუეში ვაცხოვრებინეთ თავი ამ კაცს რომან ფიფიას. ეს კაცი არის ბანკროტი , აქვს დიდი ხანია ფინანსური პრობლემები და ამ კლუბის მეშვეობით ათეთრებს ფულს და ატარებს ათასნაირ მაქინაციას. დროა მიეხედოს ამ ყველაფერს!!!!
დინამოს ფანი
25 სექტემბერი 2020 10:15
0
გახადეთ კიდე ჩემპიონი დინამო თბილისი !! კიდე იყვირეთ დინამო ქართული ფეხბურთის ფლაგმანიაო !! სირცხვილია, ამაზე მეტი რა უნდა მოხდე, სასწრაფოდ წავიდეს ფიფია და ყველა არსებული ფეხბურთელი.. მოიყვანეთ ნიჭიერი აკადემიელები, თუ გსურთ 3-4 წელიწადში ნორმალური ფეხბურთი ითამაშოთ.
ავთო
25 სექტემბერი 2020 09:55
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული