თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებულია და გმობს ფარელის კუნძულებზე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ გაუპატიურებას. ჩვენ როგორც ყოველთვის მივიღებთ უმკაცრეს ზომებს, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს.
მარეკ შჩიგელი
25 სექტემბერი 2020 08:52
1
მწვრთნელების როტაცია რომ ხდება ერთი კლუბიდან მეორეში. გამოგდებულ მწვრთნელს რომ მიიღებ და ამბიცია გაქვს ვითომ ჩემპიონობის, რას უნდა მიაღწიოს არ მესმის. გაუშვებენ ერთს მოიყვანე მეორეს რომელსაც თავის წინა კლუბში არაფერი გაუკეთებია. გვარებს არ ჩამოვთვლი, ყოველ წელს ერთიდაიგივე გვარები და შედეგი ყოველ წელს უარესი.
რასაც ვუყურებ ცოტა გია ნემსაძე კიდევ ახერხებს გორის სულისაგან რაღაცის გამოძერწვას. თუმცა დიდი პოტენციალი არ აქვს ამ.გუნდს დღესდღეობით. მაგრამ ასე თუ ისე შედეგს დებს ეს ადამიანი. მეტი გასაქანი რომ ჰქონდეს უფრო მეტი შედეგის იქნებოდა
ეს აღარაა ფეხბურთი
25 სექტემბერი 2020 12:02
2
დაასკდნეენ მიწაზე.
ziko
25 სექტემბერი 2020 12:00
0
რატომ გწყინთ მაინც ვერ გავიგე პროფესიონალმა ფეხბურთელებმა 6-1 მოუგეს მეთევზეებს.
რეალისტი
25 სექტემბერი 2020 11:03
0
"მზეების ჯოგი"
შაკო
25 სექტემბერი 2020 10:50
2
მინდა მივმართო იმ ვეტერან ფეხბურთელებს ვინც დინამო მწვერვალზე აიყვანა თავის დროზე ამოიღეთ ხმა ვის თუარა თქვენ გეთქმით პირველ რიგში ამ შემთხვევაში ყველაზე მეტი არ გტკივათ რაც ხდება ესაა იმოს ბრალი რომ ამ ქვეყანაში არავინ თავის საქმეს არ აკეთებს ყველა პოლიტიკაში გარბის მიხაროდა კობიაშვილი რო იყრიდა ფედერაცოაში კენჭს ვიფიქრე კაცი ამდენი ხანი გერმანიაში მოღვაწეობს ეგებ დანერგოს რამე იქაური გამოცდილებიდან არა გეტკინოს გაექანა თავით პარლამენტში და ახლა 300000 კაციან რაიონში იყრის კენჭს
beqnuma
25 სექტემბერი 2020 10:38
0
ფარერელების დასაცინები გავხდით, ვაი ჩვენი ცოდვა!
გია
25 სექტემბერი 2020 10:30
0
1. მერე გამოვა ხოლმე კაკაურიძე და კვასხვაძე რატომ არ გამოიძახა ვაისმაო. ერთ დროს კარგი მეკარე იყო, მაგრამ ძალიან მოუკლო.
2. არ უნდა გაეშვა ჩისკო და დაეშალა ჩემპიონი გუნდი, შეცდომა იყო ჩხეტიანის და მისი გუნდის მოყვანა.
3. არ გაუშვათ ცოტა ხნით მაინც ეს ახალგაზრდა მოთამაშეები, ან თუ გაუშვებთ ცოტა კლასიანი მოთამაშე მაინც მოიყვანეთ თუნდაც უკვე ვეტერანი
ქომაგი
25 სექტემბერი 2020 10:15
1
ზოგადად როდესაც ოჯახში რაღაც არ არის წესრიგში ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ოჯახის უფროსს ეკისრება!!! ბატონო ლევან, სად არის ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონების მთავარი შედეგი, სპორტული?! ისეთი დალაგებულია ფეხბურთი რომ ფედერაციის პრეზიდენტობის გარდა პარლამენტის დეპუტატობის გარდა საკრებულოს დეპუტატაც უნდა იყრიდეთ კენჭს!!!!! ამას სირცხვილიც აღარ ჰქვია რაც გუშინ მოხდა და ხმას რატომ არ იღებთ სახელოვანო დინამოელებო რატომ!!!!
????
25 სექტემბერი 2020 09:26
1
ამ თამაშის შემდეგ ამ გუნდს აღარ აქვს უფლება თბილისის "დინამოს" სახელის ტარებისა და ნამდვილი "დინამოელების" სახელის შერცხვენისა. დაერქვას თბილისის "დეზერტირები" (ახლომდებარე ბაზრის სახელის მიხედვით), ანრაც გინდათ, ოღონდ არა დინამო
გიო
25 სექტემბერი 2020 06:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული