"აზერბაიჯანში საკლუბო ფეხბურთი გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე საქართველოში. მათ, ძირითადად, ადგილობრივი მოთამაშეები ჰყავთ, ჩვენი ლეგიონერები კი გაცილებით მაღალი დონის არიან.
ერთადერთი, რაც შეიძლება "ნეფთჩისთვის" რთული იყოს, არის კახა ცხადაძის ფაქტორი. მან რამდენიმე წელი იმუშავა აზერბაიჯანში და ჩვენ კარგად ვიცით მისი შესაძლებლობები. კახა ძალიან მოქნილი მწვრთნელია და თამაშის დროს სქემის ოსტატურად შეცვლა შეუძლია. შანსებს რაც შეეხება, ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
არ
შეგახსენებთ, "ნეფთჩიმ" ჩემპიონობა პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში, სწორედ "ყარაბაღთან" გამარჯვებით შეძლო. აზერბაიჯანული კლუბისა და თბილისის "დინამოს" დაპირისპირებები 7 და 14 ივლისს გაიმართება.
ლმობიერი არბიტრი ისრაელიდან - "დინამო"-"ნეფთჩის" მსაჯები ცნობილია
ტრანსფერები, სერიოზული სპარინგ-პარტნიორი - ბაქოს "ნეფთჩი" თბილისისთვის ემზადება
"დინამოსა" და "ნეფთჩის" შანსები თანაბარია - საქართველოს ნაკრების ექსფეხბურთელი