ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "ნოე სულაბერიძის შოუ" საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი სტუმრობდა, რომელმაც "ჯვაროსნების" ყოფილ კაპიტან კახა კალაძეზე ისაუბრა:

"ვოცნებობდი, რომ ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა და თითქმის 100 მატჩამდე ავედი.

ეროვნული ნაკრების არსებობის ისტორიაში, კახა კალაძე უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია, თავისი ტიტულებითა და ნიჭით.

ინგლისში თამაშისას მივხვდი, ნიჭიერება რას ნიშნავს. ნიჭიერია ადამიანი, რომელსაც შრომა უყვარს და ეს კახას ცხოვრებას ასახავს.

კალაძეს იმ დროიდან ვიცნობ, როცა მამაჩემი (ნოდარ ხიზანიშვილი) მისი ქალაქის გუნდს წვრთნიდა. კახა ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი მოთამაშე იყო. მაშინ
ვერავინ იტყოდა, რომ ამ დონეზე ითამაშებდა. ის არ ყოფილა გამორჩეული ტიპაჟი, ძალისმიერი და შრომისმოყვარე იყო."

altკალაძე შევჩენკოზე, "მილანზე", წარსულსა და მომავალზე

altშვედეთთან ნაკრებს ხიზანიშვილი გაუძღვება - სანიოლის დისკვალიფიკაცია

მკითხველის კომენტარები / 41 /
კალაძე კარგ დროს კარგ ადგილას მოხვდა მილანში ისევე როგორც ფაჩულია გოლდენში ასე რომ ამ ბიჭებმა თავისი შრომით იღბალით მიაღწიეს ტიტულებამდე და ღმერთმა გაუმარჯოთ...ორივეზე ნიჭიერები გვყავდა ფეხბურთშიც და კალათბურთშიც მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს...შრომისმოყვარეები იყვნენ ორივე ...თორე მე ქინქლაძე ყველას მირჩევნია...
Kulonga
22:01 27-06-2022
2
კალაძეს ისეთ კლუბში და ისეთ ლიგაში მოუწია ასპარეზობა სადაც იმ პერიოდის მსოფლიოს საუკეთესო მცველების დაახლოებით 90% იყო თავმოყრილი და ამის მიუხედავად მაინც არ იჩაგრებოდა მათ ფონზე.დარწმუნებული ვარ კალას ახლა რომ მოწეოდა თამაში მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური მცველების 10ში იქნებოდა.სადაც მილიტაო რეალში თამაშობს,იქ კალაძეც იქნებოდა რომელიღაცა გრანდის ძირითადის მცველი.
Მეზღვაური
20:13 27-06-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული