„საბურთალო“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მაინც წააგო. შესვენებაზე გორის სტადიონზე ჩვეულად შუქი ჩაქრა, თამაში 15 წუთის დაგვიანებით განახლდა და მასპინძელთა შეცდომის შედეგად სტუმრებმა დაწინაურება მოახერხეს. შეხვედრის დასასრულს თბილისური გუნდი შტურმზე გადავიდა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა და მარცხი განიცადა.
საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს ტირანაში ჩატარდება.
გორი.“თენგიზ ბურჯანაძე“
საბურთალო - პარტიზანი 0:1
გოლი: კარა (47)
საბურთალო: მეგრელიშვილი, ჩადუნელი, კაკუბავა, ჯგერენაია (შ. ნონიკაშვილი 55), გოჩოლეიშვილი, მიოჩი (ო. მამაგეიშვილი 86), ქარდავა (გოშთელიანი 66), ტაბატაძე (გ. მამაგეიშვილი 87), გულიაშვილი, ლ. ნონიკაშვილი (ჯინჯოლავა 66), სიხარულიძე
პარტიზანი: ტაგჯა, ჰადროი, ბიტრი, ბიელიცა, ატანასკოსკი, მურატაი (ტელუჩი 84), მასანგა მატონდო, რარაი, ჰოტი (ნდრეკა 66), კარა, სკუკა (ცვეტანოსკი 74)
მაგრამ რათ გინდა
სტადიონი ვერ გაუნათეს ამ უნამუსოებმა.
სვით უზომო ჭიქებით, უაზროდ სადღეგრძელოები