ფიფია ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა - ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა ქართული კლუბების მარცხი შეაფასა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მარცხი "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქგვერდზე" შეაფასა:

"სამი ქართული გუნდი გამოდიოდა კონფერენსლიგაზე და სამივემ წააგო.
ყველაზე დიდი საოცრება კი თბილისის "დინამომ" ქნა - ესტონურ გუნდთან სახლში 2:3 წააგო, თან ისე, რომ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 2:1-ს იგებდა.

ისეთი სულელური გოლები გაუშვეს, ლამისაა ვიფიქრო, რომ საკუთარ წაგებაზე დადებული ჰქონდათ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუმცა რა გვაქვს სახუმარო? ჩვენი ჩემპიონატი უკვე ყველას ჩამორჩება. რომ არა ბათუმის "დინამო", მთლიანად მოგვეჭრებოდა თავი.

ცალკე უნდა ითქვას რომან ფიფიაზე, რომელიც
ყოვლად გაუგებარ პოლიტიკას ატარებს კლუბში და ალბათ მსოფლიოში საფეხბურთო კლუბის ერთადერთი მეპატრონეა, რომელიც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა.

თავი დავანებოთ იმას, ამდენი წელია მეტ-ნაკლებად ნორმალური გუნდი რომ ვერ შექმნა, ფეხბურთელების გაზრდითაც ვერ ხეირობს ნორმალურად. წარმოიდგინეთ, კვარაცხელია გაზარდეს და ისე გაუშვეს, კაპიკი ვერ იშოვეს. ამხელა ტალანტი ვერ ამოიცნეს და "რუსთავს" დაუთმეს. მამარდაშვილი "ლოკომოტივს" დაუთმეს (მისი გაყიდვიდან ფული კი შეხვდათ, რადგან განათხოვრებული ჰყავდათ, მაგრამ ასეთ მეკარეს რომ გაანათხოვრებ...). ასევე მარტივად გაუშვეს ზურიკო დავითაშვილი, ლობჟანიძე, ბოლოს აზაროვი და ა.შ. სია გრძელია.

ტიპი ფეხბურთელებს ვერ ცნობს და საქართველოს ნომერ პირველი გუნდის მეპატრონეა. ერთადერთი, მწვრთნელების ხშირად ცვლა ეხერხება."

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" ბრატისლავაში "სლოვანს" (0:0) დაუზავდა, კონფერენს ლიგაზე კი თბილისის "დინამო", გორის "დილა" და "საბურთალო" დამარცხდნენ. განმეორებითი მატჩები ერთ კვირაში შედგება.

altვისი ბრალია? "დინამო" და სხვები სანაკრებო წარმატებას ლაფს ასხამენ!

მკითხველის კომენტარები / 44 /
რა მიამიტები ხართ ვისაც გგონიათ რომ პრობლემა ფეხბურთის არ ცოდნაში და მენეჯმენტშია. ამდენი წარუმატებლობა რომელიც წლებია გრძელდება და შეცდომებზე ვერ სწავლობ უკვე სხვა ეჭვს ბადებს, რომ თამაშებს ყიდიან. მაგრამ ინტუიციით და მე ეს ასე მგონია ხელს ხო ვერ დაადებ, საჭიროა რამე ხელმოსაჭიდი ფაქტი. სადღაც გასკდება მგონია ეს ნაღმი და აეხდება ფარდა ყველაფერს და დინამოს სხვა სირცხვილთან ერთად ჩაწყობილ თამაშებშიც დასდებენ ბრალს. ჩემი აზრია სხვა დასკვნა უბრალოდ ვერ გამოვიტანე. დინამო ფიფიას გარეშე . . .
რაბუ
09 ივლისი 2022 00:34
5
იქნებ მოქალაქეებმა გამოვისყიდოთ დინამო და გადავცეთ სახელმწიფოს
gela
08 ივლისი 2022 16:49
8
რად უნდა სახელმწიფოს? დამისახელე ერთი დუნდაც საშუალოდ წარმატებული კლუბი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის.
გოგი
08 ივლისი 2022 18:33
1
ფარერებში საშვილიშვილო შერცხვენის მერე ამ კაცს რადიკალური სვლა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს დინამო მას მოგებას აძლევს და რატომ იწვალოს.ტაიმბოლოთ წაგებაზე 50 კუში ამოიღეს.ეს ჩიტი მეტრეველი კი რას ბაზრობს
დიმა
09 ივლისი 2022 00:32
3
აღარ იაროთ თამაშებზე, აღარ უყუროთ დინამოს ტრანსლაციებს -სხვანაირად არ წავა და ღირსიც იქნებით, რადგან მაინც უყურებთ და მაინც ხელს უწყობთ მაგ საქმიანობაში. ასე რომ ნუღა წუწუნებთ, გყავდეთ ფიფია. ვეტერანებს განსაკუთრებული მადლობა
კაპიტან გარდენბურგი
08 ივლისი 2022 16:15
6
მერაბ მეტრეველს- ადექი და გამოისყიდე ფიფიასან დინამო და მიხედე ;)
პ.ს. შენ ხომ ლიბერალი ხარ,ანუ ფული მთავარი ღირებულებაა,არა?!
ადამიანი
08 ივლისი 2022 14:47
22
ლიბერალიზმში, როგორც იდეოლოგიაში, მთავარი ღირებულება ადამიანია და არა ფული.
დავითი
08 ივლისი 2022 15:14
7
ისე მეტრეველი ყველაფერში რომ პროფესორია რუსეთ- საქართველოს ომიდან დაწყებული ფეხბურთის "წწონკი" წესებამდე ისიც უნდა იცოდეს რომ კვარაცხელიას ტრასფერიდან [არა მარტო] თბილისის დინამოს,როგორც ფეხბურთელის აღმზრდელს, ყველა ვარიანტში კანონით ეკუთვნის სოლიდური წილი, ვისაც არ უნდა გაეყიდა.
კაკო
08 ივლისი 2022 17:30
25
დინამოს ეკუთვნის სეზონზე მხოლოდ 2ათასი ლარი,ანუ სულ 10 ათასი,რახან რუსთავში გადავიდა.ეგრეა სფფ დებულებით.აი რუსთავი რა თანხაზე გაურიგდა რუბინს ეგ უცნობია.ალბათ მინიმუმ 1მლნ.ლარი
koba
08 ივლისი 2022 18:21
0
ფიფია იდიოტია ფეხბურთში,მერაბმა სწორად შენიშნა.
status quo
09 ივლისი 2022 11:13
1
Amqveknad gamqralia sircxvil-namusis grdznoba,marto qartul klubebs ar vgulisxmob saertod kvelafershi,Moxda da moxda wavaget ra mere?ragac gavafuchet ra mere?ragacashi chavicherit ra mere?...araferi icvleba piriqit vechvevit kvela rom unda wavagot,gavafuchot,davangriot,gavapartakot.....ra meree???sanam magrad ar shegvcxeba rom aset rameebs vaketebt ma'am araferi sheicvleba!!!fexburts 1 kvirashi shansi aqvt ragac shecvalon gamoasworon,inamuset biwebo warmatebebs kvelas!!!
Givi
08 ივლისი 2022 15:10
1
ანუ ფიფია ერკვევა?! და რამდენი წელია თბ."დინამო" პირველივე წრიდან ვარდება ხომ ვერ გამახსენებთ?! ან ბოლოს ქვეჯგუფში როდის მოხვდა?! გასულ წელს მეთევზეებთან რომ წააგო თბ."დინამომ" ხომ გახსოვთ სამარცხვინო ანგარიშით?!.... ბატონმა მეტრეველმა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ ირიბად მიანიშნა, რომ ქართულ ფეხბურთში საშინელებები ხდება, არაკომპეტენტურობა, კორუფცია და ნეპოტიზმი... პერსპექტივა კი ისაა, რომ სამწუხაროდ ქართული გუნდები ისევ წააგებენ.
თემო გი.
09 ივლისი 2022 19:30
0
ოოოოო სიმარტლეს რა უყოოოოოოოოოოოოოო ჯერ ბაქი ბუქი დაგვგუპა
pepe
08 ივლისი 2022 14:49
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული