თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს

AutoSharing Option
"დინამო აკადემიის" აღზრდილი ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მხარეებს შორის კონტრაქტი ხუთი წლის ვადით გაფორმდა. 17 წლის ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მანამდე კი, ლუკა პარკაძე თბილისურ კლუბში იასპარეზებს.

ლუკა პარკაძე "დინამოს" აკადემიაში 2017 წლიდან ირიცხება და ამ პერიოდის განმავლობაში მოთამაშემ ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა. მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის 27 ივლისს აზერბაიჯანული "თურანის" წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში პარკაძემ პირველი ტაიმი ითამაშა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

Sportall.Ge

რაც შეეხება ახალგაზრდა
ნახევარმცველის სანაკრებო კარიერას, პარკაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრია. ამ გუნდის შემადგენლობაში მის ანგარიშზე 19 შეხვედრა და სამი გოლია.

"დინამო თბილისი" ჩვენი აკადემიის აღზრდილ, კიდევ ერთ ნიჭიერ, ფეხბურთელს მომვალ საფეხბურთო კარიერაში წარმატებას უსურვებს.

FC Dinamo Tbilisi
მკითხველის კომენტარები / 35 /
მყიდველი შეიძლება იყოს ვინმე,
მაგრამ ერთი პროცენტიც არ არის
ფიფიამ დინამო გაყიდოს.
გერმანია
19 აგვისტო 2022 03:02
1
ეს ბაიერნის მე_2 გუნდია ან ახალგაზრდული გუნდი თუ მიუნხენ 1860?
ika
18 აგვისტო 2022 19:56
7
მეორე გუნდში ითამაშებს თავიდან და მერე ვნახოთ რა იქნება
შაკო
18 აგვისტო 2022 23:20
0
Buba axali xom araferi ici kidev chvenebis karg transferze?)) Magalitad zurikoze sad aortqlda es bichi???
Givi
19 აგვისტო 2022 13:20
0
ამდენი სიხარული ერთად მხოლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ისედაც ბევრი გამოვიდა მგონი და ცოტა ზამთარშიც გავიხაროთ არ სჯობს? :) როგორც წესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა არის ხოლმე მთავარი და ზამთარში თუ ტრამვის გამო არ გამოაკლდა დაკომპლექტებულ გუნდს ფეხბურთელი არ აქტიურობენ ტრანსფერებზე. მთავარია რომ წარმატებული ტრანსფერები გამოვიდა ქართული ფეხბურთისთვის და აუცილებლად დაეტყობა ეს ყველაფერი ეროვნულ ნაკრებს, დიდი დროც არ გვინდა, წელს ხომ ისედაც გვაქვს მოლოდინი რომ ფინალურ ეტაპზე უნდა გავიდეთ და მგონია რომ ჩვევად გვექცევა ეროვნული ნაკრების ფინალურ ეტაპებზე თამაში ისეთი თაობა მოდის. შოთიმ (უდიდესი პატივისცემით) იკითხოს კიდევ "აბა ვინ წავიყვანო ქართველი ჩემთან"-ო და ვალენსიას, ნაპოლის, კრემონეზეს და ბაიერნს უბრალოდ მიჰყავთ შეკითხვის გარეშე. ყველამ კარგად გავიხსენოთ საიდან მოხვდა მამარდაშვილი ვალენსიაში - თბილისის დინამოს იჯარით ლოკომოტივში გაშვებული ფეხბურთელი წაიყვანა ვალენსიამ ლა ლიგაში, აღარ ვამბობ სხვა ფეხბურთელებზე და კლუბებზე არაფერს, კიდევ რამდენი და რა გუნდს უნდა გაუტანოს მაგალითად ზივზივაძემ რომ შოთიმ "მუშტრის" თვალით შეხედოს? :)
ბუბა
19 აგვისტო 2022 15:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული