Tuttomercatoweb: "ნაპოლიში" შეიძლება კიდევ ერთი ქართველი ტალანტი ვიხილოთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაში შუამავალმა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა კრისტიან ძაკარდომ, 29 ნოემბერს Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერზე მიანიშნა, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა და თქვა, რომ შემტევია, 2003 წელს დაბადებული, ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, მის სახელს კი მოგვიანებით დაასახელებენ.

დღეს AreaNapoli იტყობინება, რომ 19 წლის ნახევარმცველ გიორგი კვერნაძის სამსახურით, რომელიც სათამაშო სტილით კვარაცხელიას ჰგავს, "ნაპოლი" დაინტერესდა.

"ის ხვიჩას მსგავსი ტალანტია, კარგი დრიბლინგი აქვს და მარცხენა ფლანგზე წინ წაწეულ პოზიციაზე თამაშობს, ზუსტად ისე, როგორც ნეაპოლელთა 77-ე ნომერი. ასევე ქართველია და
შეიძლება საერთო მომავალი ჰქონდეთ: მისი ქვეყნის მედიის ცნობით, კვერნაძით ნეაპოლური კლუბი დაინტერესდა. ზაფხულში განხორციელებული დიდი ტრანსფერის გათვალისწინებით, კლუბის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი, როგორც ჩანს, ახალ შესაძლო შენაძენს აკვირდება.

შთაბმეჭდავი აღნაგობის (თითქმის 190 სმ), მაგრამ ძალიან ტექნიკური უნარებით დაჯილდოებულმა კვვერნაძემ "ნაპოლის" სკაუტების ყურადღება "თელავსა" და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშით მიიპყრო".

საიტი გულშემატკივრებს კვერნაძის თამაშის ვიდეოს სთავაზობს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მაღალია და ჯობია ცენტრფორვარდიბას მიაწვეს თან ტექნიკური მაგარი ფორვარდი გამოვა თავიდან იბრაგიმოვიჩიც მასე მატაობდა
ზიდანიი
08:43 28-12-2022
0
Jer area amis tvis napoli. Valensiashi ufro daixveweboda tumca gatuzo araferi mwvrtnelia. Ai kremonezeshi kide ibrzolebda ziritadistvis
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული