"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

AutoSharing Option
TST სპორტი ევრო 2024-ის შესახებ ინტერვიუების სერიას აგრძელებს, ამჯერად მათი გადაცემის სტუმარი ვეტერანი ფეხბურთელი და საფეხბურთო მენეჯერი ნუკრი რევიშვილი გახლდათ. ნუკრიმ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. რევიშვილის თქმით, ევროპის ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადში ირაკლი აზაროვის ვერმოხვედრა, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

"ორი აზრი არ არსებობს, რომ ირაკლი საქართველოში გამორჩეული ფეხბურთელია. ყველა მწვრთნელს თავის შეხედულება აქვს, თავიანთი მონახაზი აქვთ, იგივე ეხება ვილი სანიოლსაც. ძალიან გული დამწყდა, როცა გავიგე, რომ ვერ მოხვდა 26-კაციან განაცხადში. მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს, მაგრამ
ხდება... მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ისეთი ბიჭია, ყოველთვის დაამტკიცებს თავის კარიერის ბოლომდე, რომ ის საუკეთესოა საქართველოში და ამით არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა რევიშვილმა

სრული ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე

alt"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

altეტო’ო, ვილიანი, რევიშვილი... ქართველი მეკარე რუსული კლუბის საუკეთესო ლეგიონერებში

altნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან

მკითხველის კომენტარები / 34 /
ჩემი გადმოსახედიდან სანიოლს მაქსიმალურად მრავალმხრივი (ბევრ პოზიციაზე მოთამაშე) ფეხბურთელები ყავს შერჩეული. რათა მეტი ლავირების და გადაწყობის შესაძლებლობა ქონდეს.
ფლანგებს რაც შეეხება.
მარჯვენა ფლანგზე:
1) კაკაბაძე - რომელიც მარჯვენა დაცვას ითამაშებს
2) გოჩოლეიშვილი - რომელსაც თამაში ორივე ფლანგზე შეუძლია
3) ლობჟანიძე - გვინახავს სრული ფლანგი რომ ჩაუბარებია, ასევე შეუძლია მარჯვენა ვინგერად და მეორე ფორვარდად თამაში

მარცხენა -
1) შენგელია - რომელიც ძალიან კარგი იყო მარცხენა ფლანგზე, ასევე შეუძლია მარცხენა და მარჯვენა ვინგერად თამაში
2) წიტაიშვილი - კარგად შევიდა მარცხენა ფლანგზე, ასევე გვინახავს როცა მარჯვენა ფლანგზე აყენებდა, ასევე შეუძლია შეტევაში ორივე ფლანგის ვინგერად
3) (როგორც ზემოთ ავღნიშნე გოჩოლეიშვილს ორივე ფლანგზე გამოიყენებს საჭიროებისამებრ)

შედეგად ორივე ფლანგზე ყავს 2 ძირითადი კადრი და + მესამე ვარიანტიც.

აზაროვს გუნდში თუ განვიხილავთ, ალბათ მხოლოდ ამ ხალხთან უნდა ქონდეს კონკურენცია და რომელიმს მაგივრად ჩაჯდეს, რადგან სხვა ზონას და პოზიციას ვერ გაამაგრებს.

როცა კომენტარი კეთდება ნახევარდაცვის ფეხბურთელებზე, რომ მაინც არ ათამაშებენ, ეგრე ყველაზე დიდი ალბათობით მესამე მეკარე არ დაჭირდება სანიოლს და მაშინ მის მაგივრად მოვითხოვოთ აზაროვის ჩასმა, რაც არალოგიკურია.

საბოლოოდ კი ამ კაცმა თავისი ხედვით გაგვიყვანა ევროპაზე, რაც ჩვენი ოცნება იყო და ბოლო დღესაც ბევრს არ ჯეროდა, ხოდა ალბათ იმსახურებს, მივცეთ უფლება დაასახელოს თვითონ შემადგენლობა და ვენდოთ, ვისიამოვნოთ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქომაგობით.
რატ
12:19 26-05-2024
9
ნუ წაიღეთ რა ტვინი,დელ პიერო და ბაჯო არ წაუყვანიათ და ეს აზაროვი ვინაა?რობერტო კარლოსია?თუ მესხი?
ლექსო
12:03 26-05-2024
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული