"მილანი" "ლევერკუზენის" ფეხბურთელის შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მილანის" თვალთახედვის არეში "ლევერკუზენის" 21 წლის ნახევარმცველი იულიან ბრანდტი მოხვდა.

"როსონერის" სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი გერმანიაში უკვე იმყოფებოდა და "ფარმაცევტთა" ფეხბურთელის თამაშსაც დააკვირდა.

"მილანს" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უფლება არ აქვს, რომელიმე ფეხბურთელი დაიმატოს.

ბრანდტის ტრანსფერი, სავარაუდოდ, ზაფხულში შედგება.

21 წლის გერმანელის ღირებულება კი 35 მილიონ ევროს შეადგენს. იგი "ლევერკუზენის" აკადემიის აღზრდილია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული