ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტური: "ლივერპულმა" "ნაპოლის" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ სათამაშო დღის დარჩენილი მატჩები გაიმართა.

A ჯგუფში ყველაფერი გარკვეული იყო გარდა იმისა, თუ რომელი გუნდი გავიდოდა პირველ ადგილზე და რომელი მეორეზე. "ატლეტიკომ" ვერ მოახერხა "ბრიუგეს" ძლევა (0:0) და მეორე ადგილს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "მონაკოს" 2:0 მოუგო და პირველი ადგილი დაიკავა. ევროპა ლიგაზე ასპარეზობას "ბრიუგე" გააგრძელებს.

B ჯგუფში "ბარსელონას" პირველი ადგილი გარანტირებული ჰქონდა, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მისმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ლამის დუბლები გაიყვანა და შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა. ამ შეხვედრაში აღსანიშნავი უსმან დემბელეს ბრწყინვალე გოლია.
"ინტერს" შეეძლო სახლში უმოტივაციო პსვ-ს ძლევის შემთხვევაში მეორე პოზიციის დაკავება, მაგრამ ვერ მოახერხა (1:1). მოკლედ, ამ ჯგუფიდან "ბარსელონა" და "ტოტენჰემი" გავიდნენ, "ინტერი" კი ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.

altპოჩეტინიო: "ბარსელონა" და "ტოტენჰემი" ჯგუფში საუკეთესონი იყვნენ

C ჯგუფში მთავარი ამბები დატრიალდა: "ლივერპულმა" მოჰამედ სალაჰის გოლით საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია "ნაპოლის" და ჯგუფიდან გავიდა. ნეაპოლელებს კომპენსირებულ დროში შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მეკარე ალისონმა თავისი გუნდი გადაარჩინა. მერსისაიდული გუნდი ევროტურნირებზე "ენფილდზე" 19 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია. პირველი ადგილი პსჟ-მ დაიკავა, რომელმაც სტუმრად "ცრვენა ზვეზდას" ადვილად მოუგო 4:1. "ნაპოლი" ევროპა ლიგაზეგადაინაცვლებს.

A ჯგუფი
ბრიუგე. "იან ბრეიდელსტადიონი"
ბრიუგე - ატლეტიკო 0:0

მონაკო. "ლუი II". 18 523 მაყურებელი
მონაკო - დორტმუნდი 0:2
გოლები: 0:1 გერერო (15), 0:2 გერერო (88)


B ჯგუფი
ბარსელონა. "ნიუ კამპი". 69 961 მაყურებელი
ბარსელონა - ტოტენჰემი 1:1
გოლები: 1:0 დემბელე (7), 1:1 ლუკას მოურა (85)


მილანი. "სან სირო"
ინტერი - პსვ 1:1
გოლები: 0:1 ლოსანო (11), 1:1 იკარდი (73)


C ჯგუფი
ბელგრადი. "რაიკო მიტიჩი"
ცრვენა ზვეზდა - პსჟ 1:4
გოლები: 0:1 კავანი (10), 0:2 ნეიმარი (40), 1:2 გობელჯიჩი (59), 1:3 მარკინიოსი (73), 1:4 მბაპე (90)


ლივერპული. "ენფილდი". 52 015 მაყურებელი
ლივერპული - ნაპოლი 1:0
გოლი: 1:0 სალაჰი (34)


მკითხველის კომენტარები / 1 /
"ნაპოლის" ეს პირველად არ დამართნია - რამოდენიმე წლის წინ 12 ქულით ჩარჩა ჯგუფში.
ბაზი
10:18 12-12-2018
0

სიახლეები პოპულარული