"ლაიპციგის" თავდამსხმელი ტიმო ვერნერი "ტოტენჰემის" დამარცხების შემდეგ მცირე კომენტარს აკეთებს:
"ჩვენ ვაჩვენეთ კარგი ფეხბურთი და სიტუაციას ვაკონტროლებდით. პენალტის გატანის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, ისინი დაცვაში დარჩენილიყვნენ. გოლის შემდეგ კარგი შანსი მოგვეცა, მეორეც გაგვეტანა. "ტოტენჰემის" სტადიონზე და მათი გულშემატკივრსი წინაშე თამაში ურთულესია. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ და ბევრ ფსიქოლოგიურ მომენტში ახლა ვერკვევით. საპასუხო მატჩისთვის დადებითი ემოციებით ვიქნებით დამუხტულნი".
გუშინ, 19 თებერვალს, "ლაიპციგმა" "ტოტენჰემ ჰოთსპურს" გასვლაზე 1:0 სძლია. ერთადერთი გოლის ავტორი ვერნერი იყო. მან პენალტის გატანა 58-ე წუთზე მოახერხა.