ჩემპიონთა ლიგზე "რეალის" ძლევის (2:1) შემდეგ კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.
"ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით და მოვიგეთ კიდეც. ეს დაპირისპირების მხოლოდ პირველი ნახევარია. თუ ვინმეს შეუძლია ასეთი მდგომარეობიდან გამოვიდეს, ეს სწორედ "რეალია".
მაშინ გავუშვით გოლი, როდესაც უკეთ ვთამაშობდით და მაშინ გავიტანეთ, როდესაც მეტოქე იყო უკეთესი. ეს ფეხბურთია.
რამდენიმე წლის წინ "ენფილდზე" გამართული მეოთხედფინალი მახსენდება. გადასარევად ვთამაშობდით, მოწინააღმდეგემ კი რამდენჯერაც დაარტყა, ყველა გაიტანა.
რაც შეეხება ლაპორტის ტრავმას, როდესაც ფეხბურთელს ხუთი თვე გაუცდება და ისევ დაშავდება, ეს მტკივნეულია.
ფერნანდინიო თამაშში
მართლაც კარგად ჩაერთო. მე მისით ვამაყობ. პირველი ნაბიჯი გადავდგით. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
ახლა შეგვიძლია ამ მომენტით დავტკბეთ. კვირას ლიგის ფინალი გვაქვს. პრემიერლიგაში ასპარეზობას და "რეალთან" საპასუხო შეხვედრისთვის მზადებას გავაგრძელებთ", - ციტირებს გვარდიოლას BBC.