მადრიდის მერი ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდა, რომელიც "ატლეტიკოს" გულშემატკივარია, განაცხადა, რომ ამჯერად მსაჯი მარკ კლატენბურგი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ხელს ვეღარ შეუშლის.
კლატენბურგი 2016 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი იყო და შემდეგ აღიარა, რომ "რეალის" თამაშგარედან გატანილი გოლი შეცდომით ჩათვალა.
"წელს ჩემპიონთა ლიგა "ატლეტიკოსი" იქნება. ყველაზე უჩვეულო სეზონისას ტურნირიდან შარშანდელი გამარჯვებული გამოვაგდეთ.
შეჩერებული სეზონისას 1/4 ფინალში გასული ერთადერთი გუნდი "ატლეტიკოა" (მეოთხედფინალში აგრეთვე ატალანტა, პსჟ და ლაიპციგი გავიდნენ - რედ.).
მესამე ცდა ჩვენთვის ბედნიერი გამოდგება. ამჯერად "რეალისა" და "ატლეტიკოს" ფინალს კლატენბურგი არ მოემსახურება", -
დაბეჯითებით ამბობს მერი.
მესამე ცდა ჩვენთვის ბედნიერი გამოდგება. ამჯერად "რეალისა" და "ატლეტიკოს" ფინალს კლატენბურგი არ მოემსახურება", -