
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში პირველი ორი მატჩი ჩატარდა.
ტურნირზე კარგი სტარტის აღების შემდეგ დავით ხოჭოლავას "შახტარი" მოულოდნელად საკუთარ მოედანზე 0:6 განადგურდა "გლადბახთან". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ეს ევროტურნირებზე დონეცკური გუნდის ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია. თავდამსხმელმა ალასან პლეამ ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
მოსკოვის "ლოკომოტივმა" საპატიო ფრეს მიაღწია "ატლეტიკოსთან".
A ჯგუფი
მოსკოვი. "RZD არენა"
ლოკომოტივი - ატლეტიკო 1:1
გოლები: 0:1 ხიმენესი (18), 1:1 მირანჩუკი (25, პენ)
ლოკომოტივი - ატლეტიკო 1:1
გოლები: 0:1 ხიმენესი (18), 1:1 მირანჩუკი (25, პენ)
კიევი. "ოლიმპიისკი"
შახტარი - გლადბახი 0:6