ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: ბენზემამ დუბლით "რეალს" "შახტართან" მოაგებინა - "მილანი" ჯგუფში ჩარჩენის პირას

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე სათამაშო დღე ორი მატჩით დაიწყო.

B ჯგუფში „მილანი“ სახლში „პორტუსთან“ ფრეს დასჯერდა, 1 ქულით აუტსაიდერია და თუ დღეს "ატლეტიკომ" "ლივერპულს" სძლია, პლეი-ოფში გასვლის შანსს დაკარგავს, ხოლო პორტუგალიური გუნდი ჯერჯერობით მეორე პოზიციაზეა.

D ჯგუფში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „შახტარი“ ბენზემას დუბლით დაამარცხა და 9 ქულით ლიდერია. ბენზემამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

B ჯგუფი

მილანი. „სან სირო“
მილანი - პორტუ 1:1
გოლები: 0:1 დიასი (6), 1:1 მბემბა (61, საკ. კარში)

D ჯგუფი


მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - შახტარი 2:1
გოლები: 1:0 ბენზემა (14), 1:1 ფერნანდო (39), 2:1 ბენზემა (61)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული