„ენფილდზე“ 0:2 დამარცხების შემდეგ „ვილიარეალის“ მწვრთნელმა ემერიმ თქვა, რომ სახლში სულ სხვანაირად ითამაშებდნენ და მართლაც - დებიუტში დიამ მასპინძლები დააწინაურა, ხოლო 41-ე წუთზე კოკლენმაც დალაშქრა ალისონის კარი და ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე გადაცემა კაპუმ გააკეთა.
შესვენების შემდეგ სტუმრებმა შეუტიეს და 12 წუთში სამი გოლი გაიტანეს - ორი მეკარე რულის უხეში შეცდომის შედეგად. კლოპის ხელმძღვანელობით, "ლივერპული" 7 სეზონში მესამედ გავიდა ფინალში.
ვილიარეალი. „სერამიკა“. 21 872 მაყურებელი
ვილიარეალი - ლივერპული 2:3
გოლები: 1:0 დია, 2:0 კოკლენი (41), 2:1 ფაბინიო (62), 2:2 დიასი (67), 2:3 მანე (74)
გაძევება: კაპუ (86)