ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მარკო ვან ბასტენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულის" კარში "რეალის" ფორვარდ ქარიმ ბენზემას არჩათვლილ გოლზე გააკეთა კომენტარი.
"ტფუი... მე უკვე რამდენი წელია ფეხბურთში ვარ და ყველა ეს ხაზები ვერ გხდის ბედნიერს: შეძვრა თუ არა თამაშგარეში ნახევარი თითით?
უკვე დავიღალე ამ განავლით. მთელი ეს საუბრები რამდენიმე წელია მიდის და ეს ასე რთულია, ჯანდაბას. პროცესი ისე გაართულეს. მე ეს არ მესმის და არც ხალხს ესმის", - განუცხადა ვან ბასტენმა Voetbalprimeur-ს.