სპალეტი: "კვარა" ქმნის სიგიჟეს, მაგრამ ეს თქვენთვის იგებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" ნამატჩევს (3:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე კომენტარი გააკეთა.

"კვარაცხელია? თქვენ მასზე ამბობთ, რომ ძლიერი, ძლიერი, ძლიერია. შემდეგ მეკარესთან ახლოს რჩება, კარში ურტყამს, როდესაც გვერდით თავისუფალი პარტნიორი ჰყავს. ნდომბელეს გოლი ვინ შექმნა? ანგისამ. გოლი მისი დამსახურებაა.

"კვარა" გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მეტოქის დაცვას წელავს, კარისაკენ დრიბლინგს აკეთებს, ძალიან ძლიერია, მაგრამ უნდა იცოდეს, სწორი გამოსავალი როგორ მოძებნოს. პოლიტანომ გრძელი გარბენი გააკეთა, შემდეგ კი არანორმალური პენალტი გაიტანა, სუპერპენალტი. შევცვალე, რადგან ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

ისინი განსაკუთრებულები
არიან, რათა უფრო ძლიერები გავხდეთ. თამაშს ჩვენთვის ერთი ფეხბურთელი არ იგებს, ეს თქვენთვის იგებს ერთი. თუ კიმი ყველა საჰაერო ორთაბრძოლას არ მოიგებს, თუ ლობოტკა და ანგისა ნახევარდაცვაში ბურთს ვერ გაათამაშებენ, მაშინ "კვარა" ბურთს ორჯერ შეეხება. მას აქვს ხარისხი და ალღო, ქმნის განსხვავებას, სიგიჟეს, ჯანსაღ სიგიჟეს, თუმცა გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანია", - ციტირებს სპალეტის Tutto Napoli.

მკითხველის კომენტარები / 63 /
გუნდში რომ თერთმეტი კაცია და ერთი რომ ვერ ითამაშებს მხოლოდ ვიცით ყველამ კარგად.მაგრამ ერთმა შეიძლება მართლა სასწაულები აკეთოს,გუნდის გამარჯვებას დაუდოს სათავე და,ამავდროულად გულშემატკივრებს დიდი ესთეტიკური სიამოვნება-ტკბობა მიანიჭოს.ასეთთაგანია ჩვენი ხვიჩა და ვუსურვოთ მას დიდხანს მოენიჭებინოს ჩვენთვის გამარჯვებებითა და ულამაზესი თამაშით გამოწვეული სიამოვნება-ბედნიერუება...
კოტე
15 სექტემბერი 2022 14:54
0
ეე, ჩვენი ძმა, გუნდურობაზე რომ ლაპარაკობ, კი კაია მაგრამ პენალტი რომ არ დაარტყმევინეს ხვიჩას, ეს რა იყო? თვითონ არ უნდა იგრძნოს გუნდისაგან პატივისცემა? ჰააა?
ლევანი
15 სექტემბერი 2022 14:39
1
სპალეტი რას მიაც მააცომ?კობი ბრაიანტს რო სუ პასები ერიგებინა არ იქნებოდა კობი ბრაიანტი!ჩემი აზრით კვარას უეჭველი ბევრი რამე აქ სასწავლი,მაგრამ კვარას უნდა ისეთი გუნდი და მწვრთნელი,რომელიც მისცემს სრულ თავისუფლებას მოედანზე და სწავლით ასწავლის ვარჯიშებზე!!!
jordan beli
15 სექტემბერი 2022 13:25
3
ისე საინტერესოა ხვიჩამ სხვადასხვა გამოცემებმა რატომ შეაფასეს 7.0-თ და დანარჩენები ზოგი 7.5 7.8 და 7.9-თ ??? ვიზე ნაკლებად ითამაშა და ვიზე მეტი შეცდომა დაუშვა ?? პირიქით საუკეთესო იყო ! მერე რა რომ გოლი ვერ გაიტანა ? სამაგიეროდ პირველ ორ გოლში მიიღო მონაწილეობა პენალიც გააკეთა და მეორე გოლის კომბინაციაც მაგან დაიტყო და სანამ დაიწყებდა სამი მცველი გადმოვიდა მარცხნივ მართალია სამივე ხვიჩასთან არ გადმოვიდნენ მაგრამ დაცვაში რომ გაჩდა დერეფანი ზუსტად ის გამოიყენეს და გაიტანეს მეორე გოლი!
zura222
15 სექტემბერი 2022 07:11
1
ბოლო თამაშებში ხვიჩა უხასიათოდ მეჩვენება.
გუშინ მოპოვებული პენალტი წაართვეს, მწვრთნელმა გვერდით ხაზს მიაჯაჭვა, პასებს ხშირად არ აძლევდენ, სპალეტი აკრიტიკებს...
რა ხდება?
კარგი იქნება მის აგენტთან ან ვინმე ახლობელთან ინტერვიუ ყოველივე ამაზე.
ILIA
15 სექტემბერი 2022 07:40
5
აგენტი და ახლობელი ვერაფერს იზამს, მაგრამ იქნებ რაიმე ინფორმაცია გაგვეგო.
რაღაც ხდება უთუოდ.
3-4 თამაშია, ნაღვლიანი მეჩვენება ჩვენი ოქროს ბიჭი.
"ნაპოლის" ვეტერანების ნაწილს, ბუნებრივია, შურს ხვიჩასი, მაგრამ იქნებ კიდევ სხვა მიზეზიცაა...
ILIA
15 სექტემბერი 2022 11:54
0
აშკარად თვალშისაცემი იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში ხვიჩას ინერტულობა... თითქოს უგულოდ , შებოჭილად ირჯებოდა, ერთი გარღვევის მცდელიბა არ ქონია.... ეგრევე უკან უბრუნებდა პასს.... რაღაც რო ხდება ფაქტია! და ისიც ფაქტია რომ ეს "რაღაც" აშკარად არა ხვიჩას სასარგებლიდ მოქმედებს!
mirosan
15 სექტემბერი 2022 12:11
0
ყველა გამოხმაურება
Spaletis sitkvebshi erti rame ikitxeba;xvicha jer varskvlavi ar aris,aba pasis micema mostxove mesis an ronaldos...meore dges daweren gazetebi mwvrtnelma ojaxuri mizezebis gamo datova tanamdebobao...asea cota dro unda chven varskvlavs da gabrwkindeba da maset sisuleleebze agar dauwkeben kirkits...
Givi
15 სექტემბერი 2022 15:09
1
უკკვე ახურებს ეს სპალეტი. ვუყურე ამ თამაშს და სხვებმაც ბევრი მაზეს ხელსაყრელ მდგომარეობაში. ბოლო ბოლო 2 პენალტი გამაზეს.
რა უნდა ამას კვარაცხელია რამდენჯერაც დაარყმას ყველა გოლით დასრულდეს? და რამდენ პასსს გააკეთებს ყველა ერთი-ერთზე დატოვოს თანაგუნდელი?
100 მილიონიანი აყლაყუდა რომ ყავს და 1 გოლი აქვს გატანილი სულ გავიდა ნახევარი სეზონი ეგ არაფერი? :)
las
15 სექტემბერი 2022 19:23
1
სპალეტის პასუხითან ჩანს, რომ შეკითხვა საკმაოდ გამაღიზიანებლად და უტაქტოდ იყო დასმული. სამწუხაროდ, ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ შეკითხვის მომცემი სპალეტის პირველად არ ხვდება პრეს-კონფერენციაზე და უკვე მოაბეზრა თავი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებით. ამ ფონზე, ვფიქრობ, პასუხი საკმაოდ ღირსეული და გაწონასწორებული იყო... თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველი გულშემატკივრისთვის აბსოლუტურად გასაგებია თუ რა "სამსახურს" უწევს ასეთი ჟურნალისტის აქტივობა თავად ხვიჩას და რამდენად ჯდება ეს ყველაფერი ჩვენთვის სიხარულის მომტანი ყმაწვილის ინტერესებში...
და რადგან ეჭვიც არ მეპარება, რომ ზემონახსენები ჟურნალისტი ეროვნებით ქართველია - პირდაპირ მოუწოდებ ძირფესვიანად გადახედოს პრეს-კონფერენციების მიმართ დამოკიდებულებას და შემდგომში გამოვიდეს, პირველ რიგში, თავად ხვიჩა კვარაცხელიას და ყველა ქართველი გულშემატიკივრის ინტერესებიდან...
როგორც ერთ-ერთი ვარიანტი, გთავაზბთ - ამავე საიტზე მიეცეს ჩვენს გულშემატკივრებს შესალებლობა ჩამოაყალიბონ მათთვის საინტერესი შეკითხვები კონკრეტული მატჩის ირგვლივ. და საიტმავე გამოყოს ჟურნალისტი, რომელიც ამ შეკითხვებიდან ყველაზე საინტერესოებს შეარჩევს და გააჟღერებს შესაბამის პრეს-კონფერენციაზე...
სიმართლის მოყვარული
15 სექტემბერი 2022 19:05
0
ამას წინათ რომ ვთქვი, კარგი იქნება თუ ხვიჩა მეტი პასებით მოამარაგებს პარტნიორებს მეთქი, ყველამ დიზლაიქი დამიდო კომენტარზე. ახლა სპალეტიც იგივე ამბობს და ყველა ეთანხმება. ხვიჩა ძლიერი და ნიჭიერია, ეფექტურ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა მიმაჩნია, რომ მისი მარგი კოეფიციენტი ბევრად დიდი იქნება გუნდისთვის, თუ დროულ პასებს გააკეთებს. ამგვარად ის ნაკლებადაც დაიღლება და 90 წუთიც ითამაშებს.
ქართველი
15 სექტემბერი 2022 12:19
1
კომენტარებს რატო აქვეყნებთ შერჩევით,დაგღუპავთ ეგ საქციელი
გიო
15 სექტემბერი 2022 10:28
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული