"ნაპოლი" ჩამოწერეს? - ანჩელოტიმ და მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვედრა "დაგეგმეს"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "რეალი" "ჩელსის", "მილანი" კი "ნაპოლის" დაუპირისპირდება. როგორც ჩანს, "სამეფო გუნდის" მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ ფინალში მადრიდელები "მილანს" შეხვდებიან. ამის შესახებ "როსონერის" ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ ისაუბრა.

"იცით, რაშია პრობლემა? სტამბოლში ანჩელოტის გადასაჭრელი საკითხი აქვს (2005 წელს "მილანი", ანჩელოტის ხელმძღვანელობით, ფინალში "ლივერპულთან" დამარცხდა). კენჭისყრის დასრულებისთანავე კარლომ დამირეკა და მითხრა: "პაოლო, სტამბოლში შევხვდებით?"

"მილანისთვის" ამის მიღწევა ადვილი არ იქნება, მაგრამ ისტორია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წარმატების გვჯეროდეს. მსგავსი რამ უკვე მოხდა. გაზაფხულზე არსებობს შანსი, რომ სეზონი განსაკუთრებული გახდეს.
ჩვენ ამის გამოყენებას შევეცდებით.

ოცნება გვიყვარს. ოცნების გარეშე ჩემპიონთა ლიგას ამდენჯერ ვერ მოვიგებდით. თვით ამ შემადგენლობაშიც საკმარისად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ოცნებობენ. როდესაც ვთამაშობდი, მეც მეოცნებე ვიყავი", - ციტირებს ანჩელოტის La Repubblica.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თვითონაც მიხვდა, ეს მხოლოდ ონებაა )
გია
10 აპრილი 2023 00:32
3
დონდურმა არ გინდათ?ან ერთს ან მეორეს?
ზაზა
10 აპრილი 2023 00:30
7
ამ ორ თამაში რაც ნაპოლიმ აჩვენა რატო არიტყვის
beqa
10 აპრილი 2023 00:25
0
ჩვენს ხალხს რომ წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირს, ამ კომენტარიდან და მასზე მომწონებლების რაოდენობითაც ჩანს.
,,კენჭისყრის დასრულებისთანავე დამირეკაო". ანუ, ნაპოლის ბოლო ორ თამაშზე ბევრად ადრე ,,დაგეგმეს" სტამბოლი.
მარტო სათაურებს ნუ კითხულობთ. გაიაზრეთ ტექსტიც. თუ შეგიძლიათ.
გივი
10 აპრილი 2023 10:05
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული