"ნაპოლი" ჩამოწერეს? - ანჩელოტიმ და მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვედრა "დაგეგმეს"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "რეალი" "ჩელსის", "მილანი" კი "ნაპოლის" დაუპირისპირდება. როგორც ჩანს, "სამეფო გუნდის" მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ ფინალში მადრიდელები "მილანს" შეხვდებიან. ამის შესახებ "როსონერის" ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ ისაუბრა.

"იცით, რაშია პრობლემა? სტამბოლში ანჩელოტის გადასაჭრელი საკითხი აქვს (2005 წელს "მილანი", ანჩელოტის ხელმძღვანელობით, ფინალში "ლივერპულთან" დამარცხდა). კენჭისყრის დასრულებისთანავე კარლომ დამირეკა და მითხრა: "პაოლო, სტამბოლში შევხვდებით?"

"მილანისთვის" ამის მიღწევა ადვილი არ იქნება, მაგრამ ისტორია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წარმატების გვჯეროდეს. მსგავსი რამ უკვე მოხდა. გაზაფხულზე არსებობს შანსი, რომ სეზონი განსაკუთრებული გახდეს.
ჩვენ ამის გამოყენებას შევეცდებით.

ოცნება გვიყვარს. ოცნების გარეშე ჩემპიონთა ლიგას ამდენჯერ ვერ მოვიგებდით. თვით ამ შემადგენლობაშიც საკმარისად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ოცნებობენ. როდესაც ვთამაშობდი, მეც მეოცნებე ვიყავი", - ციტირებს ანჩელოტის La Repubblica.

მკითხველის კომენტარები / 21 /
მკითხავებო! ეგ ჯერ არავინ იცის ვინ წავა სტამბულში. ისე მალდინისაც და ანჩელოტისაც სრული უფლება აქვთ წავიდნენ სტამბულში სტადიონზე მაყურებლად თუ ბილეთი იშოვეს ,
დავით 67
02:44 10-04-2023
0
კვარას თამაშებს ვუყურებ იმ დღიდან რაც ლოკომოტივში გადავიდა.
ალბათ ერთიც არ გამიმაზია რუბინში და დინამო ბათუმის თამაშებისას მიმოხილვებით მაინც.
- მიკვირს ამდენი სპალეტის მამგინებლებს, რომ ვხედავ. კვარას ასეთი სერიოზული პროგრესის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სპალეტია.
ჩემი აზრით კვარას თავმდაბლური ხასიათი ძალიან შეეწყო სპალეტის ხასიათს. (სპალეტიზე გამიგია, ხშირად მოსვლია კონფლიქტი წამყვან/ლიდერ ფეხბურთელებთან, მგონი ტოტისთან.
ალბათ ზედმეტად თვითდაჯერებული, თავში ავარდნილი და ა.შ ტიპის ფეხბურთელებს ვერც ეწყობა.

ხოდა რისი თქმა მინდა, კვარას კარიერას რასაც ვუყურებ კვარა 24/7-ზე 100%-იანი წარმატებულად შესრულებული მოქმედების ფეხბურთელი არა ყოფილა. (და ეგეთი არც არავინ არასდროს არ ყოფილა :) )

ხოდა რუბინში მისი მოქმედების წარმატებული % 50-70-ს შორის მერყეობდა. - ( დრიბლინგები, სახიფათო მომენტების შექმნა და ა.შ).
ნაპოლიში კი 70-90-ს შორის მოქმედებს მისი წარმატებული მოქმედებები (იდეაში ნაპოლის გოლების ნახევარზე მეტი მისი მხრიდან რომ იქმნება ეგ უბრალოდ ერთ-ერთი ფაქტორია, თორე ძალიან ბევრი პლიუსი აქვს).

ხოდა ხვიჩას ასეთი განვითარების და გაძლიერებისთვის პირველ რიგში ხვიჩას უნდა ვუმადლოდეთ, თავისი შრომისმოყვარეობისთვის, მერე უკვე მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის, რომლებიც რაიმეთი დაეხმარნენ (გინდაც ფსიქოლოგიურად და ა.შ) უკვე ამ დონეზე მიღწევისთვის (აი ერთი-ორი წარმატებული თამაშის შემთხვევაში სეზონის ბოლომდე და ოქროს ბურთის მფლობელების 3-ეულშიც კი შეიძლება შეიყვანონ ჩ.ლ-ის ფინალის მერე).


და გუნდიც ! ძალიან კარგი გუნდია . (თავისი პლიუსები და მინუსები ყველა გრანდსაც აქვს)

1) ხვიჩა
2) მწვრთნელი და გარემო*
3) გუნდი

ოღონდ ხანდახან პრიორიტეტობის (1.2.3.) შეცვლაც მოსულა თუ წარმატება მოითხოვს :)
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული