ხვალ "სამეფო კლუბი" წყალწაღებულ "ალავესს" სტუმრობს და აქაც თუ "რამე" მოხდა, შესაძლოა, ზიდანის სკამმა რყევას ვეღარ გაუძლოს. თუმცა ამის ალბათობა მცირეა, თვით იმისდა მიუხედავად, რომ "ესტადიო მენდისოროტცაზე" ვერ ითამაშებენ ტრავმირებული ქარიმ ბენზემა და მარსელო.
"რეალის" არასტაბილურობის ფონზე ბრწყინავს "ბარსელონა", რომელსაც 5 ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგი აქვს. თვალს ჭრის ბურთების ბალანსიც -
მართალია, ტრავმირებულია "ბარსას" ახალწვეული უსმან დემბელე და ეს თითქოს უნდა ასუსტებდეს შეტევით პოტენციალს, მაგრამ ამის საკომპენსაციოდ, ბრწყინვალე ფორმაშია ლიონელ მესი, რომელსაც 5 მატჩის შემდეგ 9 გოლი აქვს გატანილი, ანუ, ზუსტად იმდენი, რამდენიც "რეალს", ერთად აღებული.
ესპანეთში კიდევ ორი თამაშია, რომელიც გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს - მადრიდსა და სან სებასტიანში ერთმანეთს ის გუნდები ხვდებიან, ცხრილში II-V ადგილები რომ უკავიათ.
ტური იხსნება "ვანდაზე", სადაც "ატლეტიკო" ზედიზედ 4 მატჩის მომგებ "სევილიას" იღებს. სტუმართა საწუხარი ნოლიტოს ტრავმაა, დიეგო სიმეონეს კი უძლიერესი შემადგენლობის დაყენება შეუძლია.
"რეალთან" საშინაო მარცხის (1:3) შემდეგ მიწაზე დანარცხებული "სოსიედადი" მასპინძლობს "ვალენსიას", რომელიც ჯერჯერობით წაუგებელია. მასპინძელს არ ეყოლება ტრავმირებული მცველი ინიგო მარტინესის სახით.
ფაქტები
- "რეალმა" ვერ მოიგო ბოლო 3 საშინაო მატჩი (2 ფრე, 1 მარცხი), რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2011 წლის აპრილის შემდეგ.
- 2016 წლის 26 აპრილის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ "რეალმა" ვერ გაიტანა გოლი. ამ სერიამ 512 მატჩი მოიცვა.
- ლა ლიგის ისტორიაში "ალავესი" პირველი გუნდია, ვინც სეზონის ხუთივე სასტარტო მატჩი წააგო ისე, რომ გოლიც არ გაუტანია.
- "სევილია" დაუმარცხებელია ბოლო 6 მატჩში და არ უთამაშია ფრედ ბოლო 4 მატჩში.
- "ატლეტიკოს" არ წაუგია უკანასკნელი 9 დაპირისპირება.
- "სევილიამ" "ატლეტიკოსთან" ბოლო საგარეო მატჩი 2008 წლის 28 სექტემბერს მოიგო (1:0).
- "ვალენსიამ" "სოსიედადს" სტუმრად ბოლოს 2010 წლის 19 დეკემბერს მოუგო (2:1).
- "ვალენსიასა" და "სოსიედადს" შორის უკანასკნელი 12 დაპირისპირებიდან მხოლოდ 1 დასრულდა ფრედ.
23 სექტემბერი, შაბათი
ატლეტიკო-სევილია
ალავესი-რეალი
მალაგა-ბილბაო
ჟირონა-ბარსელონა
24 სექტემბერი, კვირა
ესპანიოლი-დეპორტივო
ხეტაფე-ვილიარეალი
ლას პალმასი-ლეგანიესი
ეიბარი-სელტა
სოსიედადი-ვალენსია
25 სექტემბერი, ორშაბათი
ბეტისი-ლევანტე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"