22 წლის პორტუგალიელი ფორვარდი ანდრე სილვა "სევილიას" იჯარით მიაშურებს.
იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ, "როსონერის" მიზანია, ფეხბურთელმა უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს და შემდეგ უკანვე დაიბრუნოს.
სილვა "მილანში" გასულ ზაფხულს "პორტოდან" 38 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა ვერც ვინჩენცო მონტელას და ვერც ჯენარო გატუზოს მოწონება ვერ დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "როსონერიმ" კიდევ ერთი ფორვარდი, ნიკოლა კალინიჩი გაასხვისა.
ნიკოლა კალინიჩი მადრიდის "ატლეტიკოში" ოფიციალურად გადავიდა
"მილანს" ანდრე სილვასა და რადამელ ფალკაოს გაცვლა სურს