"მილანს" უახლოეს საათებში კიდევ ერთი ფორვარდი გამოემშვიდობება

AutoSharing Option
ესპანური AS-ის ინფორმაციით, "მილანი" უახლოეს საათებში კიდევ ერთ ფორვარდს გამოემშვიდობება.

22 წლის პორტუგალიელი ფორვარდი ანდრე სილვა "სევილიას" იჯარით მიაშურებს.

იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ, "როსონერის" მიზანია, ფეხბურთელმა უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს და შემდეგ უკანვე დაიბრუნოს.

სილვა "მილანში" გასულ ზაფხულს "პორტოდან" 38 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა ვერც ვინჩენცო მონტელას და ვერც ჯენარო გატუზოს მოწონება ვერ დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "როსონერიმ" კიდევ ერთი ფორვარდი, ნიკოლა კალინიჩი გაასხვისა.

altნიკოლა კალინიჩი მადრიდის "ატლეტიკოში" ოფიციალურად გადავიდა

alt"მილანს" ანდრე სილვასა და რადამელ ფალკაოს გაცვლა სურს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული