სანტიაგო სოლარი: კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რადგან მესი სხვა სპორტს თამაშობს

AutoSharing Option
ხულენ ლოპეტეგის გადაყენების შემდეგ მადრიდის "რეალის" დროებით მწვრთნელად მადრიდელთა ყოფილი ფეხბურთელი და "კასტილიის" დამრიგებელი სანტიაგო სოლარი დაინიშნა.

არგენტინელი სპეციალისტი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისთვის საუკეთესო ლეო მესი იყო.

"ლეო მესის და კრიშტიანო რონალდოს შორის განსხვავება მხოლოდ "ოქროს ბურთებშია". კრიშტიანო მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა, რადგან მესი სულ სხვა სპორტს თამაშობს. ლეომ ეპოქა შექმნა და ჩვენდა სამწუხაროდ, ეს "ბარსელონაში" მოახერხა. ვისურვებდი, ის ჩვენთან, მადრიდში ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ "რეალი" ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელებს იზიდავს, სამწუხაროდ, მესი ჩვენთან ვერასდროს ითამაშებს" - ციტირებს სოლარის სიტყვებს Marca, რომელიც
მან 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ბარსელონასთან" განადგურების (5:1) შემდეგ ხულენ ლოპეტეგი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მის მოვალეობას კი დროებით მადრიდის "რეალის" მეორე გუნდის დამრიგებელი სანტიაგო სოლარი შეასრულებს.

altკანსელუ: "რეალი" რონალდოს გარეშე 1:5-ს აგებს, "ბარსელონა" მესის გარეშე 5:1-ს იგებს

altგადაყენებული ლოპეტეგის ნაცვლად "რეალს" 15 დღე სოლარი უხელმძღვანელებს



მომზადებულია Marca.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
გულდასაწყვეტია მესის ტრამვა, რა კარგ ფორმაში იყო, ელ- კლასიკოზე მესი,რომ ყოფილიყო ანგარიში სულ სხვა იქნებოდა. აშკარად ეტყობოდა სახეზე ლეოს, რომ თავისი მდგომარეობით დათრგუნულია ეს ბუნებრივიც არის. მალე გამოჯამრთელდი ფეხბურთის გენიოსო. მთელი ჩემი ოჯახის წევრები ვართ, ბარსას გულშემატკივრები და ვქომაგობთ ლეო მესის.
ნონა
16:43 30-10-2018
0
მესი საუკეთესოა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული