"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ "რეალის" ექსმწვრთნელზე ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.
"ბარსელონასა" და "რეალს" შორის დაძაბული ვითარება იყო და ამაში დამნაშავე მოურინიო გახლდათ. ამის დანახვა მხოლოდ ფანატიკოსს არ შეეძლო.
ძველი დაპირისპირება სიძულვილში გადაიზარდა. ატმოსფერო უარესდებოდა და ეს აუტანელი იყო.
მოურინიოს მიერ შექმნილმა "ბარსელონასა" და "რეალის" დაძაბულობამ ესპანეთის ნაკრებს დიდი ზიანი მიაყენა", - განუცხადა ინიესტამ "მარკას".
მოურინიო "რეალს" 2010-2013 წლებში წვრთნიდა.