ნეიმარი "ბარსელონაში" დასაბრუნებლად ყველაფერზე მიდის - წარმოგიდგენიათ, ფინანსურ ზარალზეც კი!

AutoSharing Option
ამ ინფორმაციას კატალონიური "სპორტი" ავრცელებს, რომელსაც "ბარსელონასთან" მჭიდრო ურთიერთობა აქვს - პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი მზადაა, "ბარსაში" დასაბრუნებლად მისი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

კერძოდ, ბრაზილიელი ბონუსის მიღებაზე სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოიტანს, სახალხოდ განაცხადებს ბლაუგრანაში გადასვლის სურვილის შესახებ და რაც მისგან ყველაზე მეტად გასაკვირია, გასამრჯელოს შემცირებას დათანხმდება.

ნეიმარმა უკვე განუცხადა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას, რომ გუნდში არ დაბრუნდება.

"პარი სენ ჟერმენი" ნეიმარს 300 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს, "ბარსელონა" კი 100 მილიონის გადახდას და ნახევარმცველ კოუტინიოს უფასოდ გაშვებას შესთავაზებს.

ცნობისათვის, "რეალი" ნეიმარის ტრანსფერის განხორციელებას
აღარ აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა, აბა, ისეთ პირობებზე თანხმდება რომ სულ მშიერი იქნება ბარსელონაში თამაშის პერიოდში :))))))))))))))))))))
saba
12:07 22-06-2019
2
ძალიან კარგი ინფორმაციაა, თუ ჭორი არ არის. იმდენი ურთიერთ გამომრიცხავი ამბები იდება, რომ ვეღარ იგებ კაცი რა არის მართალი და რა არის ტყული. თუ დადასტურებული ფაქტია მივესალმები ნეის დაბრუნებას, მაგრამ კოუს წასვლა ნაღდად არ მინდა, კარგი ნიჭიერი და ჭკვიანი ფეხბურთელია.
გია1
10:48 22-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული