"ბარსელონას" ლეგენდამ ხავი ერნანდესმა კატალონიურ კლუბში ნეიმარისა და გრიზმანის შესაძლო ტრანსფერების შესახებ ისაუბრა.
ყატარული "ალ სადის" დამრიგებლის მოსაზრებას Goal.com-ი ავრცელებს
"გულწრფელად ვიტყვი, ნეიმარის დაბრუნება ძალიან რთული იქნება, თუმცა აქამდე ისეთი რაღაცები გვინახავს, რასაც ვერასდროს ვიფიქრებდით, მაგალითად ის, რომ პსჟ 222 მილიონს გადაიხდიდა.
ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ვნახოთ, რას იზამს "ბარსელონა.
რაც შეეხება გრიზმანს - ის უდიდესია, ის მსოფლიო ვარსკვლავია. ჯერ ოფიციალური არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, "ბარსელონაში" მივა. დიდებული შენაძენია", - განაცხადა ხავი ერნანდესმა.