"ძალიან ბედნიერი ვარ. ველოდები ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას და მათთან ერთად მუშაობის დაწყებას. ახალი გამოწვევებისა და მიზნების დრო მოვიდა.
იმედი მაქვს, ყველაფერი ისე გამომივა, როგორც აქამდე გამომდიოდა კლუბსა თუ ეროვნულ ნაკრებში.
ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგა... ეს კლუბის და ჩემი მიზნებია და მჯერა, ამას მივაღწევთ.
აქ მოსვლა მსურდა და ამ სურვილში ოჯახი გვერდით მედგა. ეს დიდი კლუბია და მინდა მას დავეხმარო დარჩეს ასეთად, ან უფრო დიდი გახდეს. მოუთმენლად
განსაკუთრებით კი ლიონელ მესისთან ერთად ვარჯიში და თამაში მხიბლავს. მაინტერესებს, როგორია ის ყოველდღიურად", - განაცხადა გრიზმანმა.
"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" ფრანგი თავდამსხმელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაუხადა.
ორწლიანი საგა დასრულდა - ანტუან გრიზმანი "ბარსელონას" ფეხბურთელია
ანტუან გრიზმანის გამო "ატლეტიკომ" შეიძლება "ბარსელონას" სასამართლოში უჩივლოს