მადრიდის "რეალმა" "ვალენსიასთან" ბოლო წუთზე გატანილი გოლით 1 ქულა მოიპოვა და ლა ლიგაში "ბარსელონას" გაუთანაბრდა, ხოლო ქარიმ ბენზემა კი აღნიშნული გოლით ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა სიაში ლიონელ მესის დაეწია.
ბენზემასთვის "ვალენსიას" კარში გატანილი გოლი სეზონში მე-12 იყო. ასევე 12 გოლი აქვს გატანილი 6 "ოქროს ბურთის" მფლობელ ლიონელ მესის. ორივე ფეხბურთელმა პენალტიდან 2-2 გოლი შეაგდო, თავისი გუნდიდან პირველი გოლი კი ბენზემამ 8-ჯერ გაიტანა, მესიმ მხოლოდ 3-ჯერ.
ზეგ, 18 დეკემბერს გასამართ "ელ კლასიკოში" შეიძლება როგორც ჩემპიონატის ლიდერი, ისე ბომბარდირთა სიის პირველადგილოსანიც
შეიცვალოს.